სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მერაბიშვილი: ახალაიას განცხადება 19 აპრილის ჩაშლის მცდელობაა

ვანო მერაბიშვილი საკუთარ ფესიბუქ გვერდზე განცხდებას ავრცელებს და განმარტავს, რომ დათა ახალაიას განცხადებაზე სერიოზული კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.

„მიუხედავად იმისა, მართლა დათა ახალაიას ეკუთვნის, თუ არა, გუშინ გავრცელებული განცხადება, საქმე გვაქვს ისეთ აბსურდთან, რომელზეც სერიოზული კომენტარის გაკეთებას არც ახლა და არც მომავალში არ ვაპირებ.

ეს ბრალდებები წარმოადგენს ყოველგვარ საფუძველს მოკლებულ ბოდვას. ცხადია ეს ყველაფერი მთავრობას დასჭირდა 19 აპრილის წინ, რათა ყველანაირად ხელი შეუშალოს დაგეგმილ აქციას. სწორედ ამიტომ, 19 აპრილს 16 საათზე ყველას გელოდებით რუსთაველის გამზირზე!“ - ნათქვამია განცხადებაში

შეგახსენებთ, რომ გუშინ სოციალურ ქსელში, დათა ახალაიას განცხადება გავრცელდა, სადაც ავტორი ახალაიების ოჯახის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას უშუალოდ ვანო მერაბიშვილს უკავშირებს და ამტკიცებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მარცხი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრ ვანო მერაბიშვილის ძალაუფლებისკენ დაუოკებელმა ლტოლვამ განაპირობა. თუმცა ახალაიას ოჯახის წევრები და ახლობლები არ ადასტურებენ, რომ წერილი ნამდვილად დათა ახალაიას ეკუთვნის. ისინი ვარაუდობენ, რომ განცხადება დათა ახალაიას სახელით სხვამ გამოაქვეყნა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100