სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვაშაძე: ახალი ეროვნული მოძრაობა ეს არის...

რუსთაველის გამზირზე ნაციონალური მოძრაობის აქცია პარლამენტარ გიორგი ვაშაძის გამოსვლით დაიწყო, რომელმაც მისალმების შემდეგ, საზოგადოებას ახალი ეროვნული მოძრაობის პრინციპები გააცნო.

გიორგი ვაშაძე: დღეს, ჩვენ ახალ ეროვნულ მოძრაობას ვიწყებთ, ეს ჩვენი მთავარი მიზანია. ახალი ეროვნული მოძრაობა 3 ძირითად პრინციპზე იქნება დაფუძნებული: ეროვნულ-სახელმწიფოებრივი თავისეუფლება: პიროვნული და ეკონომიკური განვითარება და თავისუფლება: გლობალურ სივრცეში საქართველოს ახალი კუთხით წარსდგომა.

ჩვენი მიზანია საქმის კეთება და ჩვენ არ დავიღლებით სამშობლობისთვის შრომით. ახალი ეროვნული მოძრაობა არის სამშობლოსთვის შრომა და ფიქრი იმაზე თუ რა საქმე შეგიძლია გააკეთო შენი ქვეყნისთვის.

ახალი მოძრაობა არის ახალი შესაძლებლობა გავაცნოთ მსოფლიოს ჩვენი კულტურა და ღირებულებები.

ახალი ეროვნული მოძრაობა არ არის ბოღმა, ეს არის სიყვარული და ურთიერთთანადგომაა.

ახალი ეროვნული მოზრაობა არის ყველა ეთნოსის და არა მხოლოდ ქართველების მოძრაობა, რადგან ჩვენ ყველა საქართველოს მოქალაქეები ვართ.

ახალი ეროვნული მოძრაობა არ არის რუსეთის სიძულვილი, ეს არის ჩვენი პრინციპული დამოკიდებულება ჩვენი მეზობლისადმი, რომელმაც ჩვენს ქვეყანას პატივი უნდა სცეს და ღირსეულ პარტნიორად აღგვიქვას.

ახალი ეროვნული მოძრაობა არ არის ლოდინი იმისა, რომ ვიღაც მოვა და თავზე დოვლათს დაგვაყრის. ახალი ეროვნული მოძრაობა არის მოძრაობა რომელიც ჩვენ ახალ საქართველოში მიგვყანს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100