სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხუხაშვილი: თავად გადაწყვეტ, თუ რა ფორმით აგებს პასუხს თარგამაძე

გია ხუხაშვილის განცხადებით, გივი თარგამაძეს მოუწევს პასუხი აგოს იმ ბრალდებებზე, რომელიც მისი მისამართით გამოთქვა. ხუხაშვილის თქმით ის თავად გადაწყვეტს თუ რა ფორმით აგებს პასუხს თარგამაძე.

„ეს არის კლასიკური ცილისწამება, იმიტომ რომ დღესაც არ ვიცი კვერცხის ბიზნესში რა ხდება, მითუმეტეს იმპორტზე. თუმცა ის ცნობილია თავისი ბინძური გამონათქვამებით. რა თქმა უნდა ამაზე მას პასუხისგება მოუწევს. რა ფორმით და როგორ ამას მე გადავწყვეტ და ალბათ ისე აგებს პასუხს. არა მხოლოდ ამისთვის არამედ ყველა იმ სიბინძურისთვის რასაც მთელი 9 წლის განმავლობაში აკეთებდა ეს ადამიანი“,-განაცხადა ხუხაშვილმა

შეგახსენებთ, რომ გივი თარგამაძემ დღეს გააკეთა განცხადება და თავდაცვის სამინისტრო ელიტარულ კორუფციაში დაადანაშაულა. მისი თქმით ალასანიამ გაუწია ანგარიში ხუხაშვილს და მიუხედავად იმისა, რომ აფრთხილებდნენ კვერცხების მავნებლობასთან დაკავშირებით „ალასანიამ მაინც გაუწია ანგარიში ხუხაშვილს, პოლიტიკური რევერანსი გაუკეთა ჯარისკაცების მოწამვლის ხარჯზე“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100