სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიიღებს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას პაატა ბურჭულაძე?

მიიღებს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას პაატა ბურჭულაძე - ცნობილი საოპერო მომღერლის განცხადებით, მას ამ ეტაპზე ამ საკითხთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული პოზიცია არ გააჩნია.

პაატა ბურჭულაძის თქმით, მას პოლიტიკაში წასვლის საკითხზე შეთავაზება არაერთხელ მიუღია. ბურჭულაძეს პრეზიდენტობის კანდიდატობა არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა შესთავაზა, მათ შორის კახა კუკავამ და ჯონდი ბაღათურიამ.

პაატა ბურჭულაძე: იმ ხალხს, იმ მრავალრიცხოვან ადამიანს, რომელსაც უნდა რომ ჩემი კანდიდატურა წამოვაყენო, მე ვეტყვი, რომ დღეს ჩამოყალიბებული არა ვარ. მთვარეზე, რომ მომიწიოს წასვლა იმასაც არ გამოვრიცხავ, ყველაფერია შესაძლებელი ამქვეყნად, მაგრამ მე უბრალოდ არ ვარ ჩამოყალიბებული. მე ყოველთვის ვარიდებდი თავს პოლიტიკას და რამდენიც ავარიდე არასოდეს არ წამიგია ამაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100