სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჯონდი ბაღათურიას მიმართვა ივანიშვილის მხარდამჭერებს

ქართული დასის ლიდერი ჯონდი ბაღათურია ფეისბუქის საშუალებით ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერებს მიმართავს და სვამს კითხვას: „ივანიშვილმა ეშმაკი რომ დაასახელოს კანდიდატად იმასაც აირჩევთ?droni.ge ჯონდი ბაღათურიას სტატუსს უცვლელად გთავაზობთ.

“არიან ადამიანები, მათ შორის ჩვენი მეგობრებიც, რომლებიც ამბობბენ რომ რომელიმე კანდიდატი არ მოსწონთ ან არ იცნობენ, მაგრამ ივანიშვილმა რომ დაასახელა იმის გამო აძლევენ ხმას ...

პატივისცემით მინდა ვიკითხო, ივანიშვილის ხათრით უკვე ხომ გვყავს პარლამენტის თავმჯდომარედ უსუფაშვილი რომელიც ხიდაშელთან, ბოკერიასთან და ჩორგოლეიშვილთან ერთად 17 მაისს გეი აღლუმის ინიციატორები იყვნენ და დღეს მღვდლების გასამართლებას ითხოვენ ? ...

ივანიშვილის ხათრით უკვე ხომ გვყავს მაჟორიტარები რომლებიც ხალხს რომელმაც მათი გამარჯვებისთვის იბრძოლა გამარჯობასაც აღარ ეუბნებიან და მარტო საკუთარ გამდიდრებაზე ფიქრობენ ? ...

ივანიშვილმა რა ეშმაკი რომ დაასახელოს კანდიდატად იმასაც ხომ არ მისცემთ ხმას? ...

მნიშვნელობა აქვს ვის ირჩევ და არა იმას ვინ დაასახელა ! ! !

უნდა აირჩიო ხალხის წიაღიდან გამოსული, შენი კაცი და არა სხვისი კაცი ან სხვისი კაცის კაცი ! ! !” - წერს ბაღათურია სოციალურ ქსელში

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100