სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უგულავა: "რომელი ქანთარია მე ვარ, დროშა სადმე ჩამერჭო"

"კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში გიგი უგულავა აცხადებს, რომ სრული აბსურდი და სისულელეა გავრცელებული აზრი, რომ ის რუსეთ-საქართველოს ომის დროს სამხედრო გადაწყვეტილებებს იღებდა.

უგულავა ჭორს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ყველაფრის დასრულების შემდეგ ცხინვალში აქცია უნდა გამართულიყო და ამისათვის ყვითელი ავტობუსები დროშებითა და პლაკატებით დატვირთული იდგა გორში:

"ამ სპეკულაციას პირველად ვიგებ თქვენგან. იქ შევსულიყავით და ვისაც უნდა იმას ჩაეტარებინა აქცია. არ ვიცი რა გიპასუხოთ. რომელი ქანთარია მე ვარ, დროშა სადმე ჩამერჭო. ეს ჭორია და მეტი არაფერი",-აცხადებს უგულავა.

მისივე თქმით, ის ცხელ წერტილში იმყოფებოდა ომის დროს,თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებებს იღებდა და სამხედროებს მითითებებს აძლევდა. "ეს კითხვები ალბათ იმიტომ გაჩნდა, რომ ყოველდღე ცხელ წერტილში ვიყავი. აბა სად უნდა ვყოფილიყავი, როდესაც მთელი თბილისის სასწრაფო დახმარება და სამაშველო სახანძრო სამსახური საომარ პროცესს ემსახურებოდა?" - აღნიშნავს უგულავა.

გიგი უგულავას მიაჩნია, რომ ლაპარაკი იმაზე, რომ საქართველომ დაიწყო საბრძოლო მოქმედებები, არათუ მავნებლობა, არამედ ქვეყნის ღალატია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100