სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვის აწვდიან „ოცნების“ აქტივისტები საარჩევნო უბნებიდან ინფორმაციას და რა სახის ზეწოლას ახორციელებენ ისინი?

გიორგი მარგველაშვილის მხარდამჭერები ოზურგეთის საარჩევნო უბნებში ყოველგვარი შეზღუდვების და ამოსაცნობი ნიშნის გარეშე გარეშე გადაადგილდებიან და საარჩევნო ადმინისტრაციებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებენ.

ამის შესახებ ინფორმაცია დავით ბაქრაძის სარჩევნო შტაბმა გაავრცელა. როგორც „პირველი რადიოს“ კორესპოდენტი ადგილიდან იუწყება აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებისას ფაქტი, რამდენიმე უბანში მართლაც დადასტურდა. მათშორის არის #7 უბანი. „გურია მოამბის“ კამერამ დააფიქსირა „ქართული ოცნების“ აქტივისტი, რომელმაც რამდენიმე კომისიის წევრს მითითება მისცა და ტელეფონით "ვიღაცას" შეატყობინა;"ყველაფერი ხოშიანადაა.."

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100