სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხალხის სიმცირის გამო ბურჯანაძემ გეგმები შეცვალა

ფილარმონისთან შეკრებილმა „სახალხო კრების“ მხარდამჭერებმა რამდენიმე წუთის წინ მსვლელობის დაწყების დირექტივა მიიღეს. აქ შეკრებილი დაახლოებით 300 ადამიანი ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებთან პირად საუბარში ამბობდა, რომ ნინო ბურჯანაძეს ელოდებოდნენ, რომელიც დაახლოებით 14.30 წუთზე უნდა მოსულიყო და ჯერ ვარდების მოედნისკენ, შემდეგ კი თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობას სათავეში უნდა ჩასდგომოდა.

ამ წუთებში კი ცნობილი გახდა, რომ ბურჯანაძემ გადაწყვეტილება შეცვალა და ფილარმონიასთან აღარ მივა. მიზეზი, სავარაუდოდ, ხალხის სიმცირეა. ფილარმონიიდან „რედისონის“ მიმართულებით მსვლელობა დაახლოებით ათი წუთის წინ (14.35) დაიწყო. ფილარმონიიდან დაძრულები, სავარაუდოდ, ვარდების მოედანზე შეკრებილ „სახალხო კრების“ მხარდამჭერებს შეუერთდებიან და შემდგომ დირექტივებს დაელოდებიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100