სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვა სახელმწიფო დაცვის 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ისეთ სტრუქტურად ჩამოყალიბდა, რომელიც გამართულად მუშაობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა , ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო დაცვის 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"დღეს 20 წელი შესრულდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შექმნიდან. მე მინდა მოგილოცოთ ეს ღირსშესანიშნავი დღე. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ყველას, რადგან თქვენ ერთგულად ემსახურებით ჩვენს სამშობლოს. თქვენ ძალიან მნიშვნელოვან და უაღრესად საპატიო საქმეს ემსახურებით. თქვენ ხალხისა და ქვეყნის სამსახურში დგახართ და ერთგულებით, საქმის ცოდნითა და დიდი პასუხისმგებლობით ასრულებთ დაკისრებულ მოვალეობას - თქვენ იცავთ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებს და უმაღლესი თანამდებობის პირებს. ეს ვალდებულება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს არის საქმე, რომელსაც სჭირდება მაღალი პროფესიონალიზმი და ჩვენ ვამაყობთ თქვენი პროფესიონალიზმით. ამ ოცი წლის განმავლობაში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ჩამოყალიბდა ისეთ სტრუქტურად, რომელიც მუშაობს გამართულად, ჰყავს პროფესიონალი, მაღალ დონეზე მომზადებული კადრები და აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლების პროფესიონალიზმს და მომზადების დონეს სათანადოდ აფასებენ საერთაშორისო მასშტაბითაც და ეს ძალიან საამაყოა ჩვენთვის, ყველასთვის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მან, ასევე, წვევამდელებს ფიცის დადება მიულოცა.
"მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს დღე მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი თარიღი იქნება. ვუსურვებ ჩვენს ახალგაზრდებს, ღირსეულად იდგნენ ქვეყნის სამსახურში, თავისი წვლილი შეიტანონ ჩვენი სამშობლოს უსაფრთხოების საქმეში და მშვიდობიანი, დემოკრატიული განვითარების პროცესში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100