სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კალაძე: ასეთი გახარებული „ნაციონალები“ მე არ მინახავს ბოლო 2 წელია უკვე

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე საქართველოს ენერგოსისტემაში მომხდარ ავარიასთან მიმართებაში ოპოზიციის რეაქციით გაკვირვებულია და აცხადებს, რომ ასეთი გახარებული "ნაციონალური მოძრაობა" ბოლო 2 წელია არ უნახავს.

"ასეთი გახარებული „ნაციონალები“ მე არ მინახავს ბოლო 2 წელია უკვე. ძალიან საინტერესო იყო მათი მიდგომები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო 2 საათის განმავლობაში ჩაბნელებული იყო და ძალიან აღფრთოვანებულები იყვნენ ამ ყველაფრით.მაგრამ არაუშავს, უფრო საინტერესო თვეები გველოდება წინ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუ საქართველოში ელექტროენერგია 2 საათით გაითიშება "ნაციონალური მოძრაობის" ზოგიერთ ლიდერს არ მოუწევს პასუხის გაცემა თავიანთ ჩადენილ დანაშაულებზე." - განაცხადა კალაძემ

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100