სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემი ოცნება და უმთავრესი მიზანი არის...

ჩემი ოცნება და უმთავრესი მიზანი ადგილობრივი წარმოების განვითარებაა, რისი რესურსიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია და ამაში მნიშვნელოვანია თქვენი, ნიჭიერი და მაღალკვალიფიციური სტუდენტების როლი,–განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე.

დღეს საქართველოს პრემიერ–მინისტრი ტექნიკურ უნივერსიტეტს ესტუმრა, სადაც ინოვაციური ტექნოლოგიის გამოფენა დაათვალიერა და შეხვედრა გამართა სტუდენტებთან და პროფესორ–მასწავლებლებთან. მან განათლების სისტემაში მიმდინარე სიახელეები ახალგაზრდებს პირადად გააცნო და მათი მოსაზრებები მოისმინა.

პრემიერის განცხადებით, მთავრობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ტექნიკური დარგების განვითარებას ანიჭებს.

“ახალი ტექნოლოგიების, სამეცნიერო ინოვაციების განვითარება, განსაკუთრებით კი გამოყენებით მეცნიერებებში, დიდი შესაძლებლობაა ქვეყნის ეკონომიკის განვითარების დასაჩქარებლად. ტექნიკურ უნივერსიტეტს აქვს ძალიან კარგი რესურსი იმისათვის, რომ თავისი სიტყვა თქვას და წვლილი შეიტანოს ამ საქმეში,”-აღნიშნა პრემიერმა.

“საქართველომ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისგან მეორე კომპაქტის მეშვეობით 140 მილიონი ლარის ინვესტიცია მიიღო და ის ადამიანური რესურსის განვითარებაზე დაიხარჯება. ძალიან სასიხარულოა, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი ერთ-ერთია საქართველოს სამ უმაღლეს სასწავლებელს შორის, რომელშიც მომავალი 20 წლის განმავლობაში განხორციელდება საერთაშორისო და ამერიკული საბაკალავრო პროგრამები და სტუდენტები ტექნოლოგიურ და საბუნებისმეტყველო სპეციალობებში საერთაშორისო დიპლომების მიღებას შეძლებენ,”-განმარტა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა სტუდენტებს მოუწოდა ჩაერთონ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსებსა და პროექტებში. მან ასევე ისაუბრა სამეცნიერო დარგის განვითარების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მთავრობა ინტენსიურად მუშაობს იმისთვის, რომ სამეცნიერო საქმიანობა საქართველოში იყოს პერსპექტიული და დაფასებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100