სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ღარიბაშვილი შეხვედრა ისრაელის ოფიციალურ დელეგაციასთან

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სამთავრობო და საპარლამენტო დელეგაციის წევრებს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს. აღინიშნა, რომ იზრდება თანამშრომლობა საქართველოსა და ისრაელის პარლამენტებსა და დარგობრივ სამინისტროებს შორისუკვე ძალაშია 20 შეთანხმება.

უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში ხელი მოეწერა რიგ მნიშვნელოვან ორმხრივ შეთანხმებებს, მათ შორის, სოფლის მეურნეობის დარგში, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, შეთანხმებას კულტურის დარგში და უვიზო მიმოსვლის შესახებ.

„მჯერა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების გაუქმება ჩვენი ურთიერთობების განვითარებაში ისტორიული მოვლენაა, რომელიც ხალხთა შორის კონტაქტს უწყობს ხელს და აძლიერებს ჩვენს ორმხრივ ვალდებულებებს შემდგომი მეგობრობისა და პარტნიორობის გაღრმავების კუთხით,“–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა, საქართველო-ისრაელის ერთობლივი ეკონომიკური კომისიის მუშაობის შესახებ და ითქვა, რომ კომისია არის ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით საერთო მიზნების მიღწევის მეტად მნიშვნელოვანი და ეფექტური მექანიზმი.
სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება ისრაელის
აბსორბციის მინისტრმა სოფა ლანდვერმა. მისი განმარტებით, ისრაელის სამთავრობო და საპარლამენტო დელეგაცია საქართველოში ქართულ–ებრაული მეგობრობის იუბილის აღსანიშნავად ჩამოვიდა, თუმცა გაცილებით საყურადღებოა თანამშრომლობის სამომავლო გეგმები.

„დღეს ჩვენ ვზეიმობთ ქართულ–ებრაული მეგობრობის 26 საუკუნოვან იუბილეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ გაცილებით მნიშვნელოვანია ის, რაც იქნება მომავალში. ჩვენ ურთიერთთანამშრომლობის ფართო სპექტრი გაგვაჩნია. იმედი მაქვს ეს ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება,“–განაცხადა სოფა ლანდვერმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100