სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი საქართველოს პროგრესის მიმართ

ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი საქართველოს პროგრესის მიმართ, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებელმა, ბორის სილევიჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო აფხაზეთსა და რუსეთს შორის „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის“ შესახებ შეთანხმება, რასაც PACE-ს მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებელმა ძალიან სამწუხარო უწოდა და განაცხადა, რომ ეს საკითხი არის ევროპის საბჭოს განსახილველ მაგიდაზე.

ბორის სილევიჩსა და PACE-ს მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ბას ქლაინთან შეხვედრისას პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროპის საბჭოს ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობას და იმედოვნებს, რომ ეს კავშირები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა ასევე აფასებს თანამომხსენებლების როლს და მიესალმება მსგავს მონიტორინგს, რომელიც სიტუაციის ობიექტურად შეფასების საშუალებას იძლევა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100