სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აფეთქებამდე ერთი კვირით ადრე ვაზაგაშვილი ივანიშვილს შეხვდა - რას ამბობს ამ ფაქტზე ექსპრემიერი?

შვილის საფლავზე აფეთქებული იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და დაღუპულის ოჯახს უსამძიმრებს ყოფილი პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი.

„მინდა მივუსამძიმრო იური ვაზაგაშვილის ოჯახს და მთელ საქართველოს, ეს არის დიდი ტრაგედია მთელი ქვეყნისთვის.

ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე შევხვდი მას და დაგეგმილი გვქონდა კიდევ ერთი შეხვედრა. ჩვენ გვქონდა გეგმა, რომ სანამ არ დასრულდებოდა გამოძიება, მის გვერდში მაქსიმალურად დავმდგარიყავი, რომ გაქარწყლებულიყო ეჭვი იმის შესახებ, რომ დამნაშევეები არ დაისჯებოდნენ.

მისგან ვიცი, რომ დასკვნით ფაზაში შედიოდა გამოძიება, გახარებული იყო უკრაინიდან ახალი მოწმეების გამოჩენით, რომლებიც ადასტურებენ გამოძიების ეჭვებს და პრაქტიკულად ვიზეც ეჭვი ჰქონდა პროკურატურას, ყველანი ხვდებოდნენ პასუხისმგებლობის ქვეშ. მან გვარებიც ბევრი დაასახელა.“ - ნათქვამია ივანიშვილის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100