სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ საშიში ქვეყნების სიაში შეიყვანა

რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებამ იმ საშიში ქვეყნების სია გამოაქვეყნა, სადაც დიპლომატებისთვის მუშაობა სახიფათოა. რუსული პრესის ცნობით, პოლიტიკურად რთულ ქვეყნებს შორის, მათ მიერ აღიარებული აფხაზეთიც მოხვდა.

ახალი კანონის მიხედვით, დიპლომატიური სამსახურის შესახებ, უცხოეთის სახელმწიფოები, ხიფათის მაჩვენებლის მიხედვით, ორ ნაწილად დაიყო. სიაში, რაღა თქმა უნდა, კრემლმა საქართველოც შეიყვანა. ასევე, ალჟირი, ლიბანი, ირანი, სირია, ჩინეთი, პაკისტანი, სუდანი, კოლუმბია, ერითრეა, ჩადი, ასევე, კოსოვო და სხვა ქვეყნები.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოთა შორის, სადაც სამოქალაქო ომი მიმდინარეობს, ისეთი ქვეყნების გვერდით, როგორებიცაა ერაყი, ავღანეთი, იემენი, ლიბია და პალესტინა, ე.წ. სამხრეთ ოსეთიც მოხვდა. ახალი კანონის მიხედვით, ამ ქვეყნებსა თუ საერთაშორისო სამართლისაგან აუღიარებელ სუბიექტებში დიპლომატებს დამატებითი დახმარება მიეცემათ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კადრების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, სერგეი ბარანოვის თქმით, ახალი კანონი დიპლომატიური სამსახურის თანამშრომლებს რთულ სამუშაო პირობებს გაუადვილებს. ბარანოვის თქმით, ქვეყნების სია ყოველწლიურად კორექტირდება, მსოფლიოში არსებული პოლიტიკური სიტუაციის ცვლილებების მიხედვით.

რუსეთში განსაკუთრებით მძიმე სამუშაოსათვის დახმარებას, ადრე მხოლოდ სპეცსამსახურების წარმომადგენლები იღებდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100