სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დიმიტრი მედვედევი - მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატი?

თუ აფრიკის საკითხებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, მიხეილ მარგელოვს დავუჯერებთ, ტუნისში მიიჩნევენ, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, დიმიტრი მედვედევი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას იმსახურებს. ამის შესახებ მარეგელოვმა ტუნისიდან მოსკოვში ჩამოსვლისას ჟურნალისტებს თვითონ განუცხადა.

„ტუნისის ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ დიმიტრი მედვედევი ნობელის პრემიას იმსახურებს იმ ძალისხმევისთვის, რომელიც გასწია ლიბიის კონფლიქტის მშვიდობიანად მოსაგვარებლად. ამის შესახებ პირადად მითხრეს ტუნისის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებმა“, - თქვა მარგელოვმა და ერთ-ერთი ასეთი თანამდებობის პირად ტუნისის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, მულდი კეფი დაასახელა.

მისივე თქმით, ტუნისში და არამარტო ტუნისში მიაჩნიათ, რომ არცერთი სხვა ქვეყნის პირველი პირს არ ჰქონია კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების იმდენი მცდელობა, რამდენიც რუსეთის პრეზიდენტს ჰქონდა.

მარგელოვი ამ განცხადებასაც არ დასჯერდა და უფრო შორს წავიდა: „ტუნისის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას უფრო დიმიტრი მედვედევი იმსახურებს, ვიდრე აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაქ ობამა, რომელმაც იგი ავანსის სახით მიიღო“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100