„ციხეში შევიდნენ ძმები და გამოვიდნენ დები“...

ვინ არის ლევან ბერძენიშვილი? ეს კითხვა ჯერ კიდევ აწუხებს საზოგადოების ნაწილს. ისინი თვლიან, რომ ბერძენიშვილი საკმაოდ ბურუსით მოცული ფიგურაა თავისი წარსულით და, ჯერ კიდევ ბევრი რამ არაა ცნობილი მის შესახებ.
ბერძენიშვილმა თავისი პოლიტიკური საქმიანობა კომუნისტების დროს დისიდენტობით დაიწყო. მას, ბატონ ვახტანგ ძაბირაძეს და სხვებს ჰქონდათ არალეგალური სტამბა, სადაც დისიდენტურ ლიტერატურას, ჟურნალს ბეჭდავდნენ. თუმცა, მალე ყველაფერი გაირკვა და ბერძენიშვილს სუკის იზოლატორში ამოაყოფინეს თავი. სწორედ აქ იწყება მისი ბიოგრაფიიის საინტერესო ეპიზოდი...
უკვე ოფიციალურადაა დადასტურებული, რომ ბერძენიშვილს სუკის გამომძიებლებმა კალამი ძლივს გააგდებინეს ხელიდან. საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანები: პოეტი რეზო ამაშუკელი, პროფესორი ელიზბარ ჯაველიძე და ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა, ბატონი ნოდარ ნათაძე ერთხმად აღნიშნავენ რომ: ლევან ბერძენიშვილმა სუკის იზოლატორში „ჩაუშვა“ თავისი ძმა, თანამზრახველები და შეყვარებულიც კი.
რეზო ამაშუკელი: „ლევან ბერძენიშვილი არის ქართველი ერის და საქართველოს ერთ–ერთი მტერი, მისი მიზანია ქართული კულტურის, მწერლობის განადგურება და იმ, ბოდიში მომითხოვია „პედერასტების“ ლობირება და პატრონობა, რომლებიც ენით უთქმელ სიბინძურეს წერენ და აქვეყნებენ და საკუთარ დედასთან სექსი რომ აქვთ და საკუთარ და–ძმებთან...

ერთ–ერთი ასეთი ავტორის შესახებ თქვა ამ ბერძენიშვილმა – ნიჭიერი მწერალია, ამის ფასი არ იციან საქართველოშიო. ვაი, მაგის პატრონს, უბედურს! ილია ჭავჭავაძე მიწასთან გაასწორა და იმ კაცზე, დედამისთან ლიტერატურული სექსით სახელი რომ გაითქვა - მზე და მთვარე ამოსდის“, - აი ასე აფასებდა პოეტი პრესაში ლევან ბერძენიშვილს.

საზოგადოების ნაწილი ბერძენიშვილს პოლიტიკურ ცვედანსაც უწოდებს, რადგან სუკის იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ მან საკმაოდ აქტიურად დაიწყო პედაგოგიური საქმიანობა. მას კარი გაუღეს უნივერსიტეტებმა... როგორც ამბობენ, ეს თვით სუკის დავალება იყო.
ბედის ირონიაა: სწორედ ამ დროს, სკოლის პედაგოგობაზე უარი უთხრეს დიდ ეროვნულ მოღვაწეს, ბატონ მერაბ კოსტავას. კაცს, რომელმაც თავისი ცხოვრება, განათლება და სიცოცხლეც კი სამშობლოს, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას ანაცვალა. ადამიანს, რომელიც უკვდავია ჩვენთვის და უკვდავი იქნება ჩვენი მომავალი თაობებისათვის. თუმცა, უარი არ უთქვამთ ბერძენიშვილისათვის... თუ რატომ ეს თვენ განსაჯეთ...
პროფესორი ელიზბარ ჯაველიძე: „მთელი ქვეყანა ლაპარაკობს, რომ ლევან ბერძენიშვილმა საკუთარი ძმა, შეყვარებული და თანამოაზრეები ჩაუშვა „კგბ–ში“. ამ ოპოზიციისა გამკვირვებია კაცო, რა უნდა ოპოზიციაში ასეთ კაცს?“.
პედაგოგიური საქმიანობის შემდეგ ბერძენიშვილმა ხელი ისევ პოლიტიკას მიჰყო, თუმცა, მას, როგორც პოლიტიკოსს მუდამ სჭირდებოდა პოლიტიკური ლოკომოტივი, ამომრჩეველთა დიდი ნაწილი ყოველთვის უარყოფითად იყო (და არის) განწყობილი ბერძენიშვილის მიმართ... იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც სუკში მეგობრები გაწირა, იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც ქართული ლიტერატურის გროსმაისტერს, ერის მამას, ილია ჭავჭავაძეს აგინა.
სწორედ ილია ჭავჭავაძის კრიტიკის გამო დაირაზმნენ ბერძენიშვილის წინააღმდეგ ქართული ინტელიგენციის წარმომადგენლები. მწერალი რევაზ მიშველაძე, პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი, სხვები და სხვები...
„სად ილია და სად – ლევან ბერძენიშვილი? ეს რა სისულელეებს ლაპარაკობს? „ბიბლია“ დედანში მაქვს წაკითხულიო, ტრაბახობს, და შე კაი დედმამიშვილო, „ბიბლიაში“ ის არ დაუწერია, რომ წმინდანებს არ უნდა შეეხო და არ უნდა შეურაცხყო? თუ ეგ ადგილი გამორჩა?“, - კითხულობდა პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი.
მწერალი რევაზ მიშველაძე: ჩვენმა „დიდმა ინტელექტუალმა“ პოლიტიკოსმა, ლევან ბერძენიშვილმა შეურაცხყო ილია ჭავჭავაძე. აბა, ბერძენიშვილის ლიტერატურულ გემოვნებასთან და „უსაზღვრო თვალსაწიერთან“ ილიას შემოქმედება რას მოვა? ბერძენიშვილმა დიდი ილიას შეურაცხყოფით, არა მარტო მას და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს გვესროლა ლაფი, არამედ, მართლმორწმუნე საქართველოს, მორწმუნე, მართლმადიდებელ ქართველებს – ილია ჭავჭავაძე წმინდანია, ილია მართლის კრიტიკის უფლება კი ბერძენიშვილს ნამდვილად არა აქვს“.
თუმცა, ბერძენიშვილის წინააღმდეგ ბრალდებები ამით არ ამოიწურება. მას და მის ძმას ასევე უხსენებდნენ დავით უსუფაშვილის პარტიის თავმჯდომარედ დანიშვნის ისტორიასაც. პოლიტიკოსთა ნაწილი, მათ შორის მეცნიერი გურამ შარაძე თავის დროზე ამტკიცებდა, რომ ბერძენიშვილებმა უსუფაშვილისგან საკამოდ დიდი თანხა აიღეს... თუმცა, ლევან ბერძენიშვილს აკრიტიკებენ მისი რუსეთთან კავშირის გამოც...
პოლიტიკოსი და მეცნიერი ნოდარ ნათაძე: „ლევან ბერძენიშვილი არის რუსეთის აგენტი და იმ დროიდან თანამშრომლობს „კგბ“–სთან, როცა დისიდენტობისთვის დაიჭირეს. ბერძენიშვილმა „ჩაუშვა“ თავისი ძმა, თანამშრომლები და საკუთარი შეყვარებულიც არ დაინდო, ისიც „ჩაუშვა“. ბერძენიშვილის დაკითხვის ოქმი „კგბ–ში“ გამოქვეყნდა და ყველამ იცის, ვინაა ეს კაცი“.
ყველაზე მოსწრებულად კი, მაინც პოეტმა რეზო ამაშუკელმა შეაფასა ბერძენიშვილები - „ციხეში შევიდნენ ძმები და გამოვიდნენ დები“... თუმცა, მოდით გავიხსენოთ რას ამბობდნენ ლევან ბერძენიშვილზე სხვა ცნობილი ადამიანებიც:
შალვა ნათელაშვილი: „ლევან ბერძენიშვილმა ჯერ, სოროსის ფულები ქაფა... ეგ კაცი არის მოგზავნილი, რომ ქართული განათლების სისტემა, რომელიც ისედაც დანგრეულია საბოლოოდ დააქციოს და სხვა სფეროებსაც გადასწვდეს“.
პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი: „ლევან ბერძენიშვილს დავალებული აქვს ქართული განათლების სისტემის მოსპობა. ჯერჯერობით ჩინებულად აკეთებს ამ საქმეს“.
კახა კუკავა: „ლევან და დათო ბერძენიშვილები, უსუფაშვილი არიან უპირობო ადამიანები. „რესპუბლიკელები“ მუდამ ერთს გპირდებიან და მეორეს აკეთებენ. ეს მათი სტილია. მათთან შეუძლებელია პოლიტიკური პარტნიორობა“.

ფიქრია ჩიხრაძე: „ლევან ბერძენიშვილს ვურჩევ თავი დაანებოს ილია ჭავჭავაძის კრიტიკას (საინტერესოა, ახლა რას ურჩევს ჩიხრაძე ბერძენიშვილს, როცა ერთ პოლიტიკურ ბლოკში არიან?)“...
მეცნიერი ლევან ღვინჯილია: „ილიას არაფერი დააკლდება ბერძენიშვილის ლანძღვით, აი, ბერძენიშვილი კი ძალიან ბევრს დაკარგავს“.
ზვიად ძიძიგური: „ლევან ბერძენიშვილი ნამდვილად იყო პუტჩისტების ერთ–ერთი იდეოლოგი, იარაღით არა, მაგრამ რითაც შეეძლო, ებრძოდა ზვიად გამსახურდიას და ეროვნული ხელისუფლების დამხობაში დიდი წვლილიც შეიტანა“.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბესარიონ გუგუშვილი: „ცხადია, ბერძენიშვილიც და მისი ძმაც, „კგბ’“–ს დაკვეთით მოქმედებდნენ, მის დავალებას ასრულებდნენ“.
ყოფილი პოლიტ-პატიმარი, ვალტერ შურღაია: ლევან ბერძენიშვილი უნიკალური მოვლენაა, მან ჯერ „კგბ“–ს დავალებით აქტიურად იბრძოლა ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ და ახლა, პროდასავლურ–პროამერიკულ მანტიაში გახვეული, ლიბერალიზმს ქადაგებს“.
და ბოლოს: ბერძენიშვილის მორიგი პოლიტიკური ლოკომოტივი დღეს ირაკლი ალასანიაა. გინდა არ გინდა, როცა ხედავ, რომ ალასანია და ბერძენიშვილი დღეს ერთად ძოვენ, კაცი ბერძენიშვილის პოლიტიკურ პარტნიორებსაც იმ იდეოლოგიას მიაკუთვნებ, რომელსაც ეს პოლიტიკური ცვედანი ლობირებს...
ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ (გამოდის ორშაბათობით)

კომენტარი