სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"თქვენ აძლიერებთ მიშას, მიშა გაძლიერებთ თქვენ" - სანდრა რულოვსის მიმართვა

"თქვენ აძლიერებთ საქართველოს, თქვენ აძლიერებთ მიშას, მიშა გაძლიერებთ თქვენ"- ასე მიმართა სპორტის სასახლეში შეკრებილ დელეგატებს სანდარა რუულოვსმა სიტყვით გამოსვლისას. მან მხარდამჭერებს მადლობა ფადაუხადა და განაცხადა, რომ ის ტაშს არ იმსახურებს და ტაშს პირიქით მისგან იმსახურებს ის ხალხი, რომელის "ენმ"-ს მხარდამჭერია. რულოვსის განცხადებით პარტიის მხარდამჭერებმა ბოლო წლებში ბევრი ზეწოლა გადაიტანეს.„თქვენ აძლიერებთ პარტიას და თქვენ აძლიერებთ მიშას, ასევე მიშა გაძლიერებთ თქვენ, ამხელა ძალაა მიშაში, რომ მისი ჩრდილისაც კი ეშინიათ, მისი თითოეული აშენებული შენობა, ხიდი ქალაქში ყველაფრის ეშინიათ, რაც არ უნდა სცადონ შეასუსტონ მიშა, რაც არ უნდა გაუკეთონ მიშას, გინდ მოქალაქეობა წაართვან, ის მაინც ქართველი რჩება, მისი გული ცემს საქართველოსთვის, რაც არ უნდა ქონება წაართვან, სახლი წაართვან, დარწმუნებული ვარ, ყველგან თქვენს ოჯახებში ჩვენი ოჯახისთვის პატარა, მყუდრო ადგილი იქნება, ყველი და პური და სითბო. სადაც მიშა არის, იქ ქმნის ამინდს, ქმნის წამყვან ძალას," განაცხადა სანდრა რულოვსმა პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100