სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვანო მერაბიშვილის გადაწყვეტილებით, ის „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის თანამდებობას აღარ იკავებს

ვანო მერაბიშვილის გადაწყვეტილებით, ის „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნისთანამდებობას აღარ იკავებს, - ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკამელიამ ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც ვანო მერაბიშვილს შეხვდა.

„ვანო მერაბიშვილის პოზიციაა, რომ იგი არ დარჩეს „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნისთანამდებობაზე“, - განუცხადა მელიამ ჟურნალისტებს.

რაც შეეხება პარტიაში დარჩენის ან პარტიიდან გასვლის საკითხს, მისი თქმით, ამის შესახებ პოლიტიკურგანცხადებას თავად ვანო მერაბიშვილი გააკეთებს.

„ის ამჟამად ელოდება სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის სხდომას, სადაც მისი საქმე განიხილება. გადაწყვეტილების შემდეგ ვანო მერაბიშვილი თავად გააკეთებს პოლიტიკურ განცხადებას“, - განაცხადამელიამ.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვანო მერაბიშვილი რომელიღაც პარტიაში გადადის, - ამის შესახებჟურნალისტებს ”ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკამელიამ ვანო მერაბიშვილის პოზიციაზე კომენტირებისას განუცხადა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის თანამდებობის დაკავება აღარ სურს.

მელიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მერაბიშვილი ამ ეტაპზე არანაირ პოლიტიკურ განცხადებასარ აკეთებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100