სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"უტვინო, კრეტინი, შევარდნაძის ლეკვი..." - სიტყვიერი დაპირისპირება და წარსულის გახსენება პარლამენტში დეპუტატებს შორის

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე სემეკის 2016 წლის ანგარიშის განხილვას ჩხუბი და ხმაური მოჰყვა. სიტყვიერი დაპირისპირება ნაციონალური მოძრაობის წევრს, რომან გოცირიძესა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელს, დავით ჭიჭინაძეს შორის მოხდა.

დაპირისპირება რომან გოცირიძის მიერ ტარიფებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას მოჰყვა. ოპოზიციის და მმართველი გუნდის წარმომადგენელებმა ერთმანეთს პოლიტიკური წარსული გაუხსენეს.

- "შენ ვისზე ლაპარაკობ, აღორძინებაში იყავი..."

- "შევარდნაძის ლეკვისგან მესმის ეს ყველაფერი,"-ამ სიტყვებით მიმართავდნენ დეპუტატები ერთმანეთს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100