სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სულ უფრო ნაკლებ რუსს სურს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ხილვა რუსეთის შემადგენლობაში

სულ უფრო ნაკლებ რუსს სურს საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ხილვა რუსეთის შემადგენლობაში. „ლევადა–ცენტრის“ მიერ ჩატარდა სოციოლოგიური გამოკითხვა, რუსეთის ფედერაციის 45 რეგიონის 1600 მოქალაქეს შორის.

მოცემულ პერიოდში, გამოკითხული რუსების ნახევარზე მეტი, 53% მიიჩნევს, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო დამოუკიდებელი სახელმწიფოები უნდა იყვნენ. ეს მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ ორი წლის წინ, ასე, 40% ფიქრობდა.

ორი წლის განმავლობაში, 10 პუნქტზე მეტით, 35%–დან 23%–მდე იკლო იმ რუსების რაოდენობამ, რომლებსაც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რუსეთის ფედერაციაში ხილვა სურთ. ამასთანავე, რესპონდენტების უცვლელი რაოდენობა, 6% ხედავს ამ რეგიონებს საქართველოს შემადგენლობაში.

გარდა ამისა, გამოკითხული რუსების უმრავლესობის, 62%–ის წარმოდგენით, საქართველოს ამ რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებით, რუსეთს არავითარი სარგებელი არ უნახავს. 15% მიიჩნევს, რომ ამით რუსეთმა მხოლოდ ზარალი ნახა, ხოლო 23%–ს ამის საწინააღმდეგო აზრი აქვს.

გამოკითხვა რადიო „ეხო მოსკვის” ვებგვერდზეც მიმდინარეობს - ეთანხმებით თუ არა რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის იდეას საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გამო საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის შესახებ?

რესპონდენტებს პოზიციის გამოხატვა შეუძლიათ, როგორც ინტერნეტის, ასევე, ტელეფონის მეშვეობით. გამოკითხულთა უმრავლესობა რუსეთის პრეზიდენტის იდეას მხარს არ უჭერს. განცხადება ტრიბუნალის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ტელეკომპანიების „პიკისა” და „რაშა თუდეის” და რადიოსადგურ „ეხო მოსკვისთვის” მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100