სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„გაიშნიკ" გია ცაგარეიშვილის სკანდალური ფოტოები...

„დრონი.ჯი“-ს დეპუტატ გია ცაგარეიშვილის სკანდალური ფოტო მიაწოდეს. ცაგარეიშვილის ყოფილმა მეგობარმა და კოლეგამ, რომელიც ერთ-ერთი ახლად გამოჩეკილი პარტიის ლიდერთანაა დაახლოებული, „დრონი.ჯი“-ს „ცაგარას“ „გაიშნიკობისას“ გადაღებული ფოტოები გადასცა.
მართალია, დეპუტატი ცაგარეიშვილი მუდამ სხვის ლანძღვა-გინებაშია, თუმცა, თუ „რესპუბლიკელთა“ ერთი წლის წინანდელ ინტერვიუებს გადახედავთ, აღმოაჩენთ, რომ, მაგალითად, თინა ხიდაშელი მას სიამოვნებით „ასწორებდა მიწასთან“ და სულ მექრთამე-გამომძალველს ეძახდა.
„გია ცაგარეიშვილი ყოფილი გაიშნიკია, რომელიც ხალხს ფულს სძალავდა“, - ასე ფიქრობდა თინა ხიდაშელი ცოტა ხნის წინ, თუმცა, როგორც ჩანს, პოლიტიკამ და ირაკლი ალასანიას სიყვარულმა იგი თვით „მექრთამე-გამომძალველ“ ცაგარეიშვილსაც კი ჩაახუტა.
დეპუტატ გია ცაგარეიშვილის „გაიშნიკური“ კარიერა ნიკა ივანიშვილს უკავშირდება. ივანიშვილი საქართველოს საგზაო პოლიციის უფროსი იყო, გია ცაგარეიშვილი კი - რესპუბლიკის საგამოცდო-სარეგისტრაციო განყოფილების უფროსი. „რესპუბლიკელთა“ აზრით, სწორედ ამ დროს სძალავდა ფულს და ატყავებდა ხალხს ცაგარეიშვილი...
ისე, „რესპუბლიკელთა“ გარდა, ცაგარეიშვილზე სხვებიც ამბობენ, რომ „გაიშნიკობის“ დროს, ყალბი მართვის მოწმობის, მანქანის რეგისტრაციისა თუ სხვადასხვა სახის ჯარიმების ანულირების სანაცვლოდ, გვარიან თანხებს იღებდა და მაგიდის ზედა მარჯვენა უჯრა ყოველთვის ღია ჰქონდა, რათა გაწამებულ მოქალაქეებს „აკურატულად გადაეხადათ“.
„აკურატული“ ცაგარეიშვილი მანამდე თბილისის პოლიციის ასობის უფროსის მოადგილე იყო, ხოლო როცა ბედის ირონიით, „გაიშნიკური“ კარიერა დააასრულა, გოგი თოფაძესთან ამოყო თავი - იურისტად.
სწორედ ესაა ის ფოტოები, რომელიც მან თავისი „გაიშნიკური“ კარიერის მწვერვალზე გადაიღო, თუმცა, როგორც ჩანს, ახლა საკუთარი წარსულის გახსენება არ უყვარს და ყოველთვის სხვისკენ იშვერს ხელს...
ეს ახლა, ხოლო როცა გოგი თოფაძის იურისტი იყო, მელუდეზე მზე და მთვარე ამოსდიოდა. მერე, თოფაძის წყალობით პარლამენტშიც მოხვდა, თუმცა მალევე მიატოვა. აი, მაშინ დაიწყო ცაგარეიშვილის დაუსრულებელი ხეტიალი სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებში...
ხან გაჩეჩილაძესთან იყო, ხან ოქრუაშვილს ეტმასნებოდა, ხანაც გია თორთლაძის „მოედანზე სძოვდა“, ხან კი, სულ მარტოდმარტო ებრძოდა მის მიერვე გამოგონილ „მტრის ხატს“, მაგრამ რატომღაც ყოველთვის ზედაპირზე ტივტივებდა... გია ცაგარეიშვილი დღეს ირაკლი ალასანიას „ყმაა“, ოფიციალურად, მისივე „ყმები“ არიან „რესპუბლიკელებიც“ და „მემარჯვენეებიც“, თავის ლიდერ დავით გამყრელიძიანად, რომელსაც „რესპები“, დაცინვით, ალასანიას „დიასახლისსაც“ კი უწოდებენ ზურგს უკან...
თუმცა ამ პოლიტიკურ გოგლი-მოგლში ცაგარეიშვილი ისეა ათქვეფილ-აზელილი, რომ თინა ხიდაშელსა და მის იდეურ მიმდევრებს იგი ახლა სულაც აღარ ეჩვენებათ მექრთამე-გამომძალველ ექს-გაიშნიკად... აი, ასე იცის ქართულმა პოლიტიკამ... ოღონდ „რესპებს“ სჭირდებოდე და „იქ ილოცე, სადაც გინდა“...
ახლა კი, მოდით, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, თუ როგორ აგინებდნენ „რესპუბლიკელები“ და, საერთოდ, „ალიანსელები“ `გაიშნიკ~ გია ცაგარეიშვილს...
დათო ზურაბიშვილი: „გია ცაგარეიშვილს „აყეფებენ“ წითელი დირექტორები, რომელთა პოლიტიკური არსი, მრწამსი ერთადერთია - შეინარჩუნონ კაპიკებში ნაყიდი, ვითომ პრივატიზაციის დროს ხელში ჩაგდებული მრავალმილიონიანი ქონება. ხალხს მათი ძალიან კმაყოფილი სახეები და ოქროსძეწკვებით, სამაჯურ-საათებით გაძეძგილი ფიზიონომია მობეზრდა და ახლა ცაგარეიშვილი გამოიყვანეს ავანსცენაზე - მიამიტი სახე აქვს და ხალხი ამას უფრო დაუჯერებსო, ალბათ, ფიქრობენ“.
დავით ბერძენიშვილი: „უკაცრავად, მაგრამ ვერ მივიღებთ შენიშვნას იმ კაცისგან, ვისაც არცთუ დიდი ხნის წინ ხელში ჯოხი ეჭირა, ქუჩაში მანქანებს აჩერებდა, ამ საქმით, როგორც ამბობენ, გვარიანი ფული იშოვა და მერე, ბიზნესის გავლით, პოლიტიკაში მოვიდა. ნუ მასწავლის პოლიტიკას ცაგარეიშვილი, რომელიც ორი წელია რაც ამ საქმის ანბანს სწავლობს. ეგ გზა 18 წლის წინ გავიარე“.
თინა ხიდაშელი: „დიახ, გია ცაგარეიშვილი ქუჩაში ჯოხით იდგა, მანქანებს აჩერებდა და მძღოლებს ორ, სამ და ხუთ ლარს ართმევდა, რა, რა გაგიკვირდათ? ჩვეულებრივი, უკაცრავად და, „გაიშნიკი“ იყო“.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც გია ცაგარეიშვილი ალასანიას ოფიციალურად მიეტმასნა, „რესპებმა“ თავიანთი გადაფურთხებული კიდევ ერთხელ ალოკეს - საკუთარი სიტყვები წაიღეს უკან... ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ (გამოდის ორშაბათობით)


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100