სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ცხინვალში „არჩევნები“ კრემლმა 5%-ით წააგო, მაგრამ საბოლოოდ მაინც მოიგო

ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დასრულდა. ე.წ. ცესკომ გამოაცხადა, რომ შედეგებს 5 დღის ვადაში გამოაქვეყნებს, მაგრამ წინასწარი ინფორმაციით, კრემლის კანდიდატმა, ბიბილოვმა არჩევნები წააგო. დაახლოებით დილის 04.00 საათზე არსებული ინფორმაციით, იმ დროისთვის უკვე დათვლილი უბნებიდან ჯიოევას სასარგებლოდ ხმა მიცემული ჰქონდა 51,3%, ხოლო ბიბილოვის სასარგებლოდ - 46, 21%, თუმცა, ჯიოევას უპირატესობა მით უფრო "მცირდებოდა", რაც უფრო მეტი უბნის შედეგებს ითვლიდნენ ჟურნალისტების გარეშე (ისინი შენობიდან დაითხოვეს) დარჩენილი საარჩევნო კომისიის წევრები.

ოსური წყაროები იტყობინებოდნენ, რომ საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, როცა ცნობილი გახდა, რომ ალა ჯიოევა იმარჯვებდა, ადგილობრივი დე-ფაქტო ხელისუფლება კრემლის მითითებით „არჩევნების“ შედეგების გადაკეთებას შეუდგა. რადიო „თავისუფლების“ კორესპონდენტი გოგა აფციაური, რომელსაც კარგად ინფორმირებული წყაროები ჰყავს ცხინვალის რეგიონში, დაახლოებით 03.00-04.00 მონაკვეთში, „ფეისბუქზე“, საკუთარ კედელზე წერდა:

„ცხინვალიდან უკვე შემაშფოთებელი ინფორმაცია ვრცელდება. ტელევიზია გამორთეს. გაითიშა ეგრეთწოდებული სახელმწიფო ინტერნეტსაიტი. ჟურნალისტებს კი საარჩევნო კომისიის საინფორმაციო ცენტრიდან გარეთ ყრიან. ალბათ რიცხვების გადაკეთება დაიწყება, ნიშნები უკვე სახეზეა. აი რას წერს ბლოგერი ალან ცხურბაევი –––––02:22 - РАЗРЫВ СОКРАЩАЕТСЯ - Бэлла Плиева: обработано 43 из 85 участков, на данный момент 9972 за Джиоеву и 8971 за Бибилова. так, за час разрыв резко сократился на 1800 голосов и составляет около тысячи. в процентах 51,37% проти 46,21%

Все коллеги, следующая информация утром. всех журналистов выгоняют из пресс-центра спать. что будет этой ночью, что произойдет? что тут решится и почему нельзя потратить еще час и досчитать оставшиеся бюллетени, хотя бы большинство? на знаю......... всем спасибо, кто заглядывал.“

ამ სტატუსიდან დაახლოებით ერთ საათში გოგა აფციაურმა დაწერა, რომ ჯიოევას შტაბთან დაკავშირება მოახერხა, საიდანაც უპასუხეს, რომ ავანტიურაზე ვერ წავლენ და რომ სიტუაცია შედარებით დარეგულირდა.

გამოცხადდება თუ არა გამარჯვებულად ალა ჯიოევა, ჯერჯერობით გაურკვეველია. შეგახსენებთ, რომ დე ფაქტო ხელისუფლების წინა ლიდერი, ედუარდ კოკოითი სწორედ მის დამარცხებას წინასწარმეტყველებდა: „ქალი გაიმარჯვებს? რა თქმა უნდა, ვერა! ეს ხომ კავკასიაა!“, - თქვა მან ერთ-ერთ ინტერვიუში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100