სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბიძინა ივანიშვილისსახიანი პინგვინი ოლეგ გაზმანოვის კლიპზე "Сделан я в СССР" ააცეკვეს

დღეს „youtube“-ზე გაჩნდა კლიპი, რომელიც იმპერიალისტური სულისკვეთების რუსი მომღერლის, ოლეგ გაზმანოვის ასეთივე შინაარსის სიმღერაზე Сделан я в СССР არის დამზადებული. ეს კლიპი, ალბათ, არც მიიპყრობდა ქართველი ინტერნეტმომხმარებლებისა და, შესაბამისად, ჩვენს ყურადღებასაც, რომ არა სათაური „საბჭოური ოცნება - ბიძინა ივანიშვილი“ და ერთი დეტალი: მთელი კლიპის განმავლობაში ეკრანის მარცხენა მხარეს პინგვინი ცეკვავს, რომელსაც... ბიძინა ივანიშვილის სახის ნაკვთები აქვს.

სიმღერის ტექსტში რუსი მომღერალი, რომელიც არაერთხელ ჩასულა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რათა თანამემამულე ოკუპანტებისთვის ემღერა, ამაყობს, რომ ის სსრ კავშირში დაბადებულ-დამზადებულია და ხაფი ხმით გაჰყვირის, რომ უკრაინა, მოლდოვა, ურალი, კავკასია - მისი ქვეყანაა. შესაძლოა, ამ სიმღერის ტექსტთან ივანიშვილის გაიგივებით, კრემლთან ოლიგარქის სიახლოვის მინიშნებასთან ერთად, კლიპის ავტორს იმის ხაზგასმაც სურდა, რომ ბიზნესმენის განცხადებებშიც ისეთივე მესაკუთრული ტონი ისმის, როგორიც გაზმანოვის სიტყვებში: „ეტა მაია სტრანა!“

კლიპი ცოცხალი ჯაჭვის კადრებით მთავრდება, რითაც, სავარაუდოდ, ავტორს იმის თქმა სურს, რომ პუტინისა და მისი ემისრების ოცნებას ახდენა არ უწერია. კლიპის ბოლოს გამოყენებულია ასევე მიხეილ სააკაშვილის სიტყვები, რომელიც მან ვლადიმირ პუტინს პირისპირ, ერთობლივი პრესკონფერენციის დროს, ჯერ კიდევ 2005 წელს უთხრა: „საქართველო პატარა, თავისუფლებისმოყვარე ქვეყანაა და აჯობებს, მას ყველამ თავი გაანებოს!“.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100