სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თინა კანდელაკი: „შე საწყალო, ცოტა დაგრჩათ, ივანიშვილს ვენაცვალე!..“

სკანდალურმა ტელეწამყვანმა, ბანკირმა და შოუბიზნესის წარმომადგენელმა, თინა კანდელაკმა ერთ-ერთი რუსული სოციალური ქსელის ფორუმზე, სავარაუდოდ, ქართველ მომხმარებელთან დისკუსიის დროს საკუთარი პოლიტიკური სიმპათია არ დამალა და არამარტო ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერა გამოხატა, ისიც დაადასტურა, რომ საქართველოში ჩამოსასვლელად ხელისუფლებაში ივანიშვილის მოსვლას ელოდება.

იმის მიუხედავად, რომ სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადება არ ითვლება ოფიციალურ განცხადებად (იმ შემთხვევების გარდა, როცა საქმე გვაქვს ოფიციალურ გვერდებთან), კანდელაკის კომენტარმა დიდი ინტერესი გამოიწვია.

სოციალურ ქსელში თინა კანდელაკსა და მომხმარებელ bad777-ს შორის კამათი რუსეთში სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების დღეს, 4 დეკემბერს, 14:40 საათზე შედგა. ამ დროს თინა კანდელაკს უკვე გამოქვეყნებული ჰქონდა ვიდეო, სადაც ასახულია, როგორ გაისტუმრა საარჩევნო უბნის გარეთ ტელეწამყვანი მილიციის თანამშრომელმა მას შემდეგ, რაც უბანში კანდელაკი საკუთარი „აიფონით“ ამომრჩევლებს რუსი პოლიტიკოსების სიმპათია-ანტიპათიაზე უსვამდა შეკითხვებს.

bad777-მა რუსეთში მიმდინარე არჩევნებს, უკვე იმ დროს გამოვლენილი დარღვევების გამო, სამარცხვინო უწოდა, რასაც კანდელაკის მტკივნეული რეაქცია მოჰყვა. კამათის დროს ქართველმა მომხმარებელმა თავი ვერ შეიკავა კანდელაკის მხრიდან ანტიქართული პოზიციის დაკავების გამო და კომენტარში დაუწერა:

„Ну и дура! конечно, назад(в Грузию) дороги нет.“;

რასაც რამდენიმე წუთში თინა კანდელაკმა რუსული ასოების გამოყენებით, ქართულ ენაზე უპასუხა:

Ше саткало. Цота дагрчат, Иванишвилс венацвале)))“.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა თინა კანდელაკმა საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან და, უშუალოდ, ბიძინა ივანიშვილის პერსონასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია მკვეთრად გამოხატა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100