სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ სააკაშვილსა და ბარაკ ობამას ტელეფონით არ უსაუბრიათ

საქართველოს პრეზიდენტს აშშ-ის პრეზიდენტთან 4 აპრილს ტელეფონით არ უსარგებლია, ასე რომ, CNN-ის მომხმარებლის ბლოგზე, ireporter.cnn.com განყოფილებაში გამოქვეყნებული ცნობა თითქოსდა სააკაშვილსა და ობამას შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის შესახებ სინამდვილეს არ შეესაბამება. როგორც "დრონი.ჯი"-ს საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ უთხრა, სატელეფონო საუბარი ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის არც დაგეგმილა და არც შემდგარა.

ღამის საათებში რამდენიმე სათის წინ ტელეკომპანია CNN-ის მომხმარებლის ბლოგზე რუსულ ენაზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, სადაც აღნიშნული იყო, რომ ბარაკ ობამა ტელეფონით ესაუბრა მიხეილ სააკაშვილს და მათი საუბარი საქართველოში 2012 წლის შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს შეეხო.

ინფორმაციის თანახმად, ობამამ სააკაშვილს განუმარტა, რომ აშშ თვალს მიადევნებს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას და სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული ორ ქვეყანას შორის შემდგომი ურთიერთობის განვითარება.

შეგახსენებთ, რომ CNN-ის ბლოგზე ireporter.cnn.com დარეგისტრირება და ინფორმაციის განთავსება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. აქ განთავსებული ინფორმაციისა და ბლოგის შინაარსი არ არის გადამოწმებული ტელეკომპანიის მიერ და, აქედან გამომდინარე, მის ნამდვილობაზე პასუხს არ აგებს, რაც აღნიშნულია კიდეც განყოფილების ფუნქციის განმარტებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100