სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უტა ივანიშვილი პოლიტიკაში მიდის?

საჩხერეში კოალიცია "ქართული ოცნების" რეგიონალური ოფისის გახსნაზე, ბიძინა ივანიშვილთან და კოალიციის სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად მილიარდერის შვილი, უტა ივანიშვილი პირველად გამოჩნდა.

Prime Time News-ი დაინტერესდა ხომ არ აპირებს უტა ივანიშვილი პოლიტიკაში აქტიურ ჩართვას და შესაძლებელია თუ არა ვიხილოთ ის 21 აპრილს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პარტიის პრეზენტაციაზე.

როგორც ჩვენთან საუბარში ივანიშვილის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, ყველა დეტალი 21 აპრილს გახდება ცნობილი.

"ის, რომ შვილი მამასთან ერთად გამოჩნდა, ეს რამეს მეტს უნდა ნიშნავდეს? 21-ში მობრძანდით, გაიარეთ აკრედიტაცია და გაიგეთ ყველა ინფორმაცია პირველ წყაროდან, ნახავთ ყრილობაზე რაც იქნება". - ამბობს Prime Time News-თან ფანჯიკიძე.

უტა ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართვის შესახებ უკვე დიდი ხანია საუბრობს "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100