ბიძინა ივანიშვილი პაატა ბურჭულაძეს შეხვდა

ქართველი საოპერო მომღერალი და ფონდ ”იავნანას” დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე დღეს, 14 მაისს ”ქართული ოცნების” ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდა.

ჯერჯერობით ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახური მხოლოდ ფოტომასალას ავრცელებს და უცნობია, რაზე ისაუბრეს ივანიშვილმა და ბურჭულაძემ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ბიზნესმენი და მომღერალი ერთმანეთს პირისპირ, საქართველოში ხვდებიან მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განცხადება გააკეთა.

ცოტა ხნის წინ ივანიშვილი და ბურჭულაძე ერთად იმყოფებოდნენ სამების საკათედრო ტაძარში ჩატარებულ წირვაზე. მაშინ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ორივე საკურთხეველში მიიწვია და პირადად ესაუბრა.

სწორედ მაშინ გავრცელდა ინფორმაცია "ქართულ ოცნებაში" პაატა ბურჭულძის შესაძლო გაწევრიანების შესახებ, თუმცა მოგვიანებით ეს ხმები თავად პაატა ბურჭულაძემ უარყო.

კომენტარი