სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კარლო კალაძე: ამ სახლის ყიდვა დამავალა ჩემმა შვილმა და დევიწყე მეც ეს საქმე...

„პრესა.ჯი“-მ უკვე დაწერა, რომ ივანიშვილის ფულის გათეთრების მცდელობას ლაშა ნაცვლიშვილის სახლი შეეწირა, საიდანაც წილი, თურმე, ნაცვლიშვილის ცოლსაც ერგება. ივანიშვილი კონტროლის პალატამ არაერთხელ გამოიჭირა ფინანსურ მაქინაციებში. ამიტომ, ოლიგარქი ნაღდი ფულის პოლიტიკაში ტრიალს შეეშვა და ახლა უძრავი ქონებით ვაჭრობას მიჰყო ხელი.

ივანიშვილმა 2.5 მლნ კახი კალაძეს ჩაურიცხა და ლაშა ნაცვლიშვილის სახლის ყიდვა დაავალა. აქედან ბინის მეპატრონე რეალურად 800 ათასს აიღებს, დანარჩენი ფული კი „ქართულ ოცნებას“ მოხმარდება. კახი კალაძის მამამ, კარლო კალაძემ, ,,პრესა.ჯი“-სთან საუბარში ნაცვლიშვილის ვერაზე მდებარე სახლის მილიონებად ყიდვის ფაქტი დაადასტურა. აღიარება მოუწია ნაცვლიშვილსაც...

"presa.ge": ბატონო კარლო სახლი შეიძინეთ ვერაზე?

კარლო კალაძე: მე არ ვიცი წესიერად, შევიძინე თუ არა ჯერ და თქვენ საიდან გეიგეთ, გაგიჟდება კაცი რა. ჯერ არ არის გენაცვალე ბოლომდე მიყვანილი.

- ლაშა ნაცვლიშვილს ეკუთვნოდა ეს სახლი?

- ჰააა.

- 2.5 მილიონი დოლარი გადაიხადეთ?

- არ ვიცი გენაცვალე, კაი რა... არაფერი არ ვიცი გენაცვალე, მარტო ის საკითხი ვიცი, რომ უნდა გვეყიდა და პრობლემები შეიქმნა და გაჩერებული ვართ ჯერჯერობით. ამ სახლის ყიდვა დამავალა ჩემმა შვილმა და დევიწყე მეც ეს საქმე...

- ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს შესყიდვა რეალურად ეს ფულის გათეთრებისთვის მოხდა და აღნიშნული თანხა ბიძინა ივანიშვილმა თქვენს შვილს ამიტომ ჩაურიცხა... მან კი ბიძინას მილიონები თქვენ მოგცათ...

- კარგი რა, რა საქმე მაქვს ივანიშვილთან, ივანიშვილი კაი კაცია, მაგრამ იმას მისი საქმე აქვს და ჩვენ - ჩვენი, მის გზაზე გაუმარჯოს ყველას, გეიგეთ...

ადრე რომ ჩოურიცხა ჩემ შვილს ივანიშვილმა ფული, მაშინ ბანკში იყო, რაღაც პროცენტი იყიდა, მე არ ვიცი შვილო, ასეთ კონკრეტულ რაღაცებს ნუ შემეკითხები რა, გეიგეთ...

- თქვენ სახლი გაქვთ როგორც ვიცი, რატომ გადაწყვიტეთ გაფართოება?

- ბიჭი შეგვეძინა, ხო იცი შენ, ვაჟი შეგვეძინა და რა გვექნა, ხომ გვინდა სახლი.

- 2 მილიონ 500 ათას დოლარად ღირებული...

- აქვს ჩემ შვილს საშუალება და აბა „პადვალს“ ხომ არ იყიდის ბოვშისთვის?“...

რომ არა კარლო კალაძის აღიარება, ლაშა ნაცვლიშვილს სიტყვის დაძვრაც არ უნდოდა აღნიშნულ ვაჭრობაზე, თუმცა, როცა შეიტყო რომ ,,საიდუმლო“ უკვე გამჟღავნებული იყო, ნაცვლიშვილიც ალაპარაკდა...

"presa.ge": ბატონო ლაშა სახლი გაყიდეთ ხომ ვერაზე?

ლაშა ნაცვლიშვილი: არა, არ გამიყიდია.

- კარლო კალაძემ დაადასტურა, რომ სახლი შეიძინა თქვენგან...

- ჩემგან არა, ჩემი სიმამრისგან.

- 2.5 მილიონ დოლარად?

- დიახ.

- ეს არ არის იმხელა ფართობის სახლი, რომ ასეთი ღირებულება ჰქონოდა, როგორც ვიცით, აქედან 800 ათასი გერგოთ მხოლოდ და ეს გარიგება რეალურად ფულის გათეთრებას ემსახურებოდა...

- ეს თქვენ საიდან იცით, რამდენი ვის ერგება?

- რა ფართობის სახლი გაქვთ ვერაზე?

- თქვენ რა გქვიათ, ვინ ბრძანდებით? რა გაინტერესებთ მითხარით? ეს სახლი ღირდა 3 მილიონი, გაიყიდა 2.5 მლნ -ად.

- ნახევარი მილიონი დაუკელით კალაძეებს?

- დაუკლო ჩემმა სიმამრმა.

-
კარლო კალაძემ თქვა, რომ ჰქონდათ იმის საშუალება რამდენიმე მილიონი გადაეხადათ სახლში და რატომ გაუწია თქვენმა სიმამრმა ანგარიში, შეგეცოდათ?

- შეგვეცოდა რა შუაშია, ვაჭრობაში ასეა, ერთი აფასებს, მეორე აკლებინებს და მერე რაღაც ფასზე თანხმდებიან.

- ბიძინა ივანიშვილმა კახი კალაძეს 2.5 მლნ ჩაურიცხა იმისთვის, რომ ეს ფული გათეთრებულიყო და თქვენი სახლიც სწორედ ამაში იქნა გამოყენებული... ფული გაათეთრეთ?

- სრული აბსურდია, სისულელე.

- და თქვენ, იმ 2 მილიონ 500 ათასი დოლარიდან მხოლოდ 800 ათასი აიღეთ..

- ერთი თეთრი არ ამიღია, ჯერ ანგარიშსწორება არ ყოფილა, ვის რა უნდა აეღო...

- როცა მოხდება ანგარიშწორება, მაშინ ხომ აიღებთ?

- როცა მოხდება ამ ფულს გაიყოფს ესაკიების ოჯახი, ბოლო თეთრამდე.

-
თქვენს სიმამრს საიდან ჰქონდა ეს სახლი?

- ეს ჩემს სიმამრს ჰკითხეთ, 20 წელია ბიზნესშია და კრედიტები აქვს და ა.შ.

- მისი გაყიდვა რატომ გახდა საჭირო?

- არის ვალები, ვალდებულებები, მემკვიდრეობა. გადაწყვიტა გაეყიდა და გაეყო თავისი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის.

- ანუ წილი თქვენც გერგებათ?

- მე არა, მის ქალიშვილს.

-
თქვენ მხოლოდ ხელფასზე ცხოვრობთდით არა ბატონო ლაშა, შევარდნაძის დროს...

- მე მხოლოდ ხელფასზე ვცხოვრობ, დიახ.“

ინფორმაცია იმის შესახებ თუ როგორ და რა სქემით გაათეთრეს ფული ბიძინა ივანიშვილმა, კალაძეებმა და ლაშა ნაცვლიშვილმა, იხილეთ აქ.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100