სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უცნობი და „გრეჩიხა“ „ქართული ოცნების“ აქციას შეუერთდნენ...

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა თავისუფლების მოედანზე სამანქანო გზა გადაკეტეს. ამავე მიზეზით ნაწილობრივ გადაკეტილია რუსთაველის გამზირიც.

ამ დროისათვის კოალიციის მხარდამჭერებმა თავისუფლების მოედნისკენ სამი მიმართულებიდან დაიწყებს სვლა. ვაკის პარკთან კი მათ ძმები გაჩეჩილაძეები შეუერთდათ.

როგორც ცნობილია, 15:00 საათზე აქციას „ქართული ოცნების“ ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი შეუერთდება.

აღსანიშნავია, რომ სამართალდამცავები აღნიშნულ პერიმეტრზე არ გამოჩენილან. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული აქცია დღესვე უნდა დასრულდეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100