სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ არის თოფაძისთვის მიუღებელი ოპოზიციური პარტიების სტრატეგია?

"ყველა პოლიტიკოსს, ყველა პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელიც სერიოზულად მოჰკიდებს საქმეს ხელს და იმედს მოგვცემს იმისა, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარება რადიკალურად შეიცვლება, სიამოვნებით შევუერთდები. მაგრამ ვატყობ, რომ ისევ კინკლაობა და ურთიერთკრიტიკა იწყება. ქვეყანაში იქმნება ურთიერთდაპირისპირებული 4-5 პოლიტიკური ძალა და სულ მალე ეს ძალები ერთმანეთის ლანძღვა-გინებას დაიწყებენ", – განაცხადა ,,დრონი.ჯი"-სთან საუბრისას ,,მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” ლიდერმა გოგი თოფაძემ.
დსფდსკფსდგსდგსდ
– თქვენ "წარმომადგენლობითი სახალხო კრების" ყრილობაზე, რომელიც ამას წინათ ფილარმონიაში გაიმართა, მისვლას გეგმავდით, თუმცა, გარკვეულ მიზეზთა გამო ვერ დაესწარით. აპირებთ თუ არა 25 ნოემბერს მისვლას და საერთოდაც, რამდენად უწონებთ "სახალხო კრების" წარმომადგენლებს გეგმებს და მოთხოვნებს? მათთან გაერთიანებაზე თუ ფიქრობთ?
დსფდსკფსდგსდგსდ
– ჯერჯერობით, ნამდვილად არ ვიცი, 25 ნოემბერს "სახალხო კრების" ჩასატარებელ ღონისძიებაზე მივალ თუ არა, ვნახოთ, მანამდე როგორ განვითარდება მოვლენები. ისე, იმდენი ახალი პარტია და გაერთიანება იქმნება, ვინ სად გადადის და ვინ ვისთან ერთიანდება, კაცმა არ იცის. ერთს გეტყვით, ზოგიერთი ოპოზიციონერი ჩემთვის პიროვნულად, ზოგიერთიც კი თავისი პოლიტიკური ხედვით, მიუღებელია, თუმცა, თუ ისე მოხდა, რომ საბოლოო ჯამში დიდი ოპოზიციური გაერთიანება შეიქმნა, რომელიც იმედს მოგვცემს და დაგვანახებს, რომ ამ ქვეყანაში რაიმე შეიცვლება და დავადგებით იმ გზას, რომელიც საქართველოს გამოიყვანს ამ ჩიხიდან, რა თქმა უნდა, მეც შევუერთდები მათ.
დსფდსკფსდგსდგსდ
ასე წამდაუწუმ კინკლაობა, ჩემთვის მიუღებელია. საქართველოს უნდა მართავდეს პატრიოტი, პროფესიონალი და ქართულ ტრადიციებზე ორიენტირებული პიროვნება და არა ისეთი, როგორიც ეს ხელისუფლებაა. მოკლედ, თუ ოპოზიციურმა სპექტრმა გაერთიანება შეძლო და დავინახე, რომ ყველა ერთი იდეით არის ანთებული მაშინ, რა თქმა უნდა, დავდგები მათ გვერდით.
დსფდსკფსდგსდგსდ
– ბატონო გოგი, აწარმოებთ თუ არა მოლაპარაკებებს დღეს რომელიმე ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალასთან?
დსფდსკფსდგსდგსდ
– ამ ეტაპზე არა, მე ჯერ ბიზნესმენი ვარ და დღეს ბიზნესში არსებული პრობლემები უფრო მაინტერესებს. ვხედავ რომ ლარი უფასურდება და ზამთრის გადატანა ამ ეკონომიკური სტრატეგიით ქვეყანას ძალიან გაუჭირდება.
დსფდსკფსდგსდგსდ
– ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში რევოლუციური მდგომარეობა მწიფდება, აგერ ოქრუაშვილმაც ახსენა სიტყვა რევოლუცია, ეროვნული ფორუმიც აქციების დაწყებას აპირებს, არის საშიშროება რომ ქვეყანაში რევოლუცია მოხდეს?
დსფდსკფსდგსდგსდ
_ მე ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა და კიდევ ერთ რევოლუციას ნამდვილად არ ვინატრებდი, მაგრამ არც იმის მჯერა, ზოგიერთი პოლიტიკოსისგან განსხვავებით, რომლებიც ხმამაღლა აცხადებენ, დემოკრატიული გზით უნდა შევცვალოთ ეს წყობაო, რომ ეს სწორი გზაა.
დსფდსკფსდგსდგსდ
რა კანონიც არ უნდა მივიღოთ, ხელისუფლებას არჩევნებს ვერასდროს მოვუგებთ დემოკრატიული გზით. პრობლემა რომ გადაწყდეს, იმპიჩმენტი უნდა მოვითხოვოთ, რომელიც პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს და ეს პარლამენტი კი ამას არასდროს დაამტკიცებს. ასე რომ, სხვა ფორმა უნდა მოინახოს, ისეთი ფორმა, რომელიც აიძულებს ხელისუფლებას იმას, რომ დაიწყოს რადიკალური რეფორმები. ეს გზა, რომელსაც ისინი ქადაგებენ, ანუ დემოკრატიული გზით ხელისუფლების შეცვლა, მე უპერსპექტივოდ მესახება.
დსფდსკფსდგსდგსდ
– "სახალხო კრება" ვადამდელ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს. რამდენად სწორია ეს მოთხოვნა იმ ფონზე, როდესაც თქვენვე აღნიშნავთ, რომ ხელისუფლებას არსებულ საარჩევნო გარემოში ოპოზიცია არჩევნებს ვერ მოუგებს...
დსფდსკფსდგსდგსდ
– აი, როდესაც ადრინდელივით მიმიწვევენ და ჩემთან ექნებათ საუბარი, მე ვეტყვი მათ იმას, რაც გითხარით თქვენ. ამ გზით ბრძოლის გაგრძელება ჩემთვის მიუღებელია. ამიტომ "სახალხო კრების წარმომადგენლებს" ვეტყვი თქვენ იყავით თქვენთვის, მე კი ვიქნები ჩემთვის. და თუ შეძლებთ ამ გზით რამის მიღწევას, მადლობას გეტყვით და შემდეგ უკვე თუ ჩემი გამოცდილება დაგჭირდებათ, გვერდში დაგიდგებით. თუმცა, ამ მხრივ პესიმისტურად ვარ განწყობილი და ვთვლი, რომ ეს გზა ჩვენთვის არ არის.
დსფდსკფსდგსდგსდ
– ოქრუაშვილის ახალ პარტიაზე რას იტყვით, შეძლებენ თუUარა იქ თავმოყრილი ლიდერები საზოგადოების ნდობის ხელახლა მოპოვებას და ითანამშრომლებთ თუ არა მათთან?

– მე კოლეგების კრიტიკისაგან თავს ვიკავებ-ხოლმე. ვიმეორებ, ყველა პოლიტიკოსს, ყველა პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელიც სერიოზულად მოჰკიდებს საქმეს ხელს და იმედს მოგვცემს იმისას, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარება რადიკალურად შეიცვლება, სიამოვნებით შევუერთდები. მაგრამ ვატყობ, რომ იწყება ისევ კინკლაობა და ურთიერთკრიტიკა. ქვეყანაში იქმნება 4-5 ურთიერთდაპირისპირებული პოლიტიკური ძალა და სულ მალე ეს ძალები ერთმანეთის ლანძღვა-გინებას დაიწყებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100