სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ივანიშვილიმა მაჟორიტარობის კანდიდატად, „კანონიერი ქურდის“ ძმა წარადგინა (ვიდეო)

ივანიშვილის კოალიცია საზოგადოების გაოცებას კვლავ განაგრძობს. მაჟორიტარობის კანდიდატებად კი, უკვე ტრადიციისამებრ, ისეთ პერსონებს ასახელებს, რომლებსაც ან შევარდნაძეაბაშიძის ხელისუფლებასთან ჰქონდათ კავშირი ან რაღაც ფორმით იყვნენ დაკავშირებულნი საქართველოს უახლესი ისტორიის ამ მონაკვეთთან. „ქართულმა ოცნებამსტრატეგიას არც ამჯერად გადაუხვია და ლენტეხში მაჟორიტარობის კანდიდატად ვინმე გია გაზდელიანი დაასახელა.

ადგილობრივები გაზდელიანს და მის ოჯახს კარგად იცნობენ. მისი ძმა, „კანონიერი ქურდი“, მეტსახლად „ბეგო“ წლების მანძილზე ატერორებდა რეგიონს. შემდეგ კი, უცხოეთში გაინავარდა და ამჯერად, ცნობილია, რომ სასჯელს ესპანეთის კოლონიაში იხდის.

ივანიშვილმა ე.წ. ქურდი „ბეგოს“ ძმა მაჟორიტარობის კანდიდატად ამაყად დაასახელა, ხოლო „აიტივის“ ჟურნალისტის კითხვაზე, იცნობს თუ არა, გია გაზდელიანს და იცის თუ არა რომ მისი ლენტეხელი ფავორიტი ე.წ. "კანონიერი ქურდის" ძმაა, ოლიგარქმა განაცხადა: "გულწრფელად რომ გითხრათ, გია გაზდელიანს კარგად არ ვიცნობ და არც მისი ოჯახის საქმიანობის შესახებ გამიგია"...

როგორც ჩანს, ივანიშვილი, წესისაბემრ, კვლავ იტყუება. ანდაც, როგორც უკვე ხდება–ხოლმე, მას საკუთარი გარემოცვა მაჟორიტარებად ისეთ პიროვნებებს ატენის, როგორიც მათ აწყობთ. ეს გასაკვირიც არცაა: ბიძინას გარშემო ხომ სწორედ ის ხალხია შეკრებილი, ვისაც ე.წ. „კანონიერ ქურდებთან“ თბილი ურთიერთობები წლების განმავლობაში აკავშირებდა და ეს „ტრადიცია“ დღემდე გრძელდება...

მოკლედ, ივანიშვილის, მისი ბოსების და მიმდევრების რეალური ოცნება, კიდევ ერთხელ ნათელი ხდება: ისინი, გამარჯვების შემთხვევაში, როგორც ჩანს, იმ ბნელი დროის დაბრუნებას აპირებენ, რომელიც საქართველომ მძიმედ გადაიტანა. კრიმინალური საქართველოს შავ–თეთრი შუქ–ჩრდილები ხომ დღემდე კოშმარულ მოგონებად გვახსოვს...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100