სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როლანდ ახალაია პროკურორს ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას სთხოვს

საქართველოს პარლამენტის წევრი როლანდ ახალაია მთავარ პროკურორს, არჩილ კბილაშვილს ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართავს. მთავარი პროკურორისადმი მიმართვის ტექსტი ახალაიების ოჯახმა გაავრცელა. მიმართვაში ახალაია მთავარ პროკურორს ატყობინებს, ალასანია წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომ პერიოდში მას უგზავნიდა ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტს, მოთხოვნით, რომ მოგებული არჩევნებიდან კანდიდატურა მოეხსნა.

"გაცნობებთ, რომ 2012 წლის 1 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებზე კენჭს ვიყრიდი მაჟორიტარ დეპუტატად ზუგდიდის #67–ე საარჩევნო ოლქში. სხვა პირებთან ერთად კანდიდატად წამოყენებული იყო დღევანდელი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია. ალასანია წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომ პერიოდში მიგზავნიდა ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტს, ჯაბა იოსელიანის ახლო მეგობარსა და ხობის რაიონის "მხედრიონის" ყოფილ უფროსს, ადამიანთა გატაცებასა და სხვა სახის დანაშაულზე არაერთხელ მხილებულ პირს, თემურ გერგაიას.

ალასანია ჩემგან მოითხოვდა მოგებული არჩევნებიდან მომეხსნა ჩემი კანდიდატურა და გზა მისთვის დამეთმო, თუ არა და დაჭერით მემუქრებოდა. ასევე, მისი წინადადების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში იმუქრებოდა ზუგდიდში სიტუაციის უკიდურესად გამწვავებით. ჩემი მხრიდან მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო, მეორე დღეს, 2012 წლის 3 ოქტომბერს ი. ალასანიას ხელმძღვანელობით, დაიწყო საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ხალხის მასობრივი შემოყვანა და დაპირებისამებრ არეულობის მოწყობის მცდელობა. რომ არა ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის დროული რჩევა, სამოქალაქო დაპირისპირება და სამოქალაქო ომის პროვოცირება გარდაუვალი იყო", - მიმართავს ახალაია პროკურორს.

ახალაიას მიაჩნია, რომ ალასანიას ქმედებაში არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. "გთხოვთ გამოძიების დაწყებას. აღნიშნულზე გამაჩნია მტკიცებულებები", - აღნიშნავს ახალაია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100