სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სააკაშვილმა და ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს

საქართველოს პრეზიდენტი სტრასბურგში ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა. სააკაშვილმა და ტორბიორნ იაგლანდტმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

მათ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესებსა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ევროპულ ოჯახში დაბრუნება ქართველი ხალხის სურვილია და ეს მნიშვნელოვანია მათთვის არა მხოლოდ იმიტომ, რომ ევროპული ინტეგრაცია მათი კეთილდღეობის საწინდარია, არამედ იმიტომაც, რომ საერთო ევროპული ფასეულობების მატარებელია.

ტორბიორნ იაგლანდტმა ყურადღება რეფორმების გაგრძელების აუცილებლობაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის ყველა პოლიტიკური ძალის ერთობლივი მუშაობაა საჭირო. მისი თქმით, ევროპა ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, რომლებსაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ევროპულ სტრუქტურებში მისი გაწევრიანების თვალსაზრისით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100