სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვაკელები vs საქართველო

ბევრი ადამიანისგან გაიგონებთ (განსაკუთრებით თუ ეს ადამიანი ,,წაუსვეცკებს’’) ,,შეგვჭამეს რა ამ სოფლელებმა, ჩამოსვლა იციან და წასვლა არა’’ . საჭიროდ ჩავთვალეთ ამ თემაზე სტატიის დაწერა, და იქნებ ყველამ ერთად გავარკვიოთ არიან თუ არა სოფლელები გოიმები და თბილისელები ,,ზესვეცკები’’. ნებისმიერ ქვეყანაში ადამიანების სოციალურ ფენებად დაყოფა ადამიანებს შორის კონფლიქტის მიზეზი ხდება.

ჯერ გავარკვიოთ რას ნიშნავს სიტყვა ,,გოიმი’’? "გოემი" ესპანურად გლეხს ნიშნავს. ივრითულ ენაზე კი ეს სიტვა ასე იშიფრება. ,,გარეგნულად ადამიანის მსგავსი, მაგრამ ადამიანური სულიერების, გონის, გრძნობებისა და სხვა თვისებების არმქონე არსება’’. ამერიკაში ,,გოიმს’’ მწეველ ადამიანს უწოდებნენ, ებრაელები კი არაებრაელებს.

კრაშევსკის ნაწარმოების ,,გრაფინია კოსელში" კი ამგვარი ისტორია გვხვდება. მეფე არტური, თავის კარისკაცს, გვარად გოიმს, თავის ულამაზეს ცოლს, ანა კოსელს ართმევს. სწორედ აქედანაა გამოთქმა ,,დაგაწერე როგორც გოიმს".

ქართველების შეფასება სიტყვა გოიმისა კი ყველაზე არაორდინალურია ,,ღელეში გაზრდილი, რაღაცნაირად არათინეიჯერული’’. ეს ყველაზე უვიცი შეფასებაა, რაც კი შეიძლება ეტიმოლოგიურ განმარტებად ადამიანმა სიტყვას მოუგონოს. თინეიჯერი 13–დან 19 წლამდე ასაკის მოზარდს ჰქვია და სოფელშიც და ქალაქშის ამ ასაკის ადამიანები მრავლად ცხოვრობენ. საქართველოს უამრავი გენიოსი ჰყავს, რომელიც პროვინციაში დაიბადა და სწორედ პროვინციაში გატარებული ბავშვობის შედეგად შექმნეს გენიალური ნაწარმოებები, კომპოზიციები და თეატრალური როლები.

მოდით ერთად გადავხედოთ ქართველი გენიოსების, კლასიკოსებისა და ხელოვანების ისტორიას, რომლებმაც ქართული კულტურა, ლიტერატურა და პოეზია შექმნეს. მერე ვიმსჯელოთ არის თუ არა სოფლელობა (ან წარმოშობით სოფლელობა) გოიმობა.

რატომ იყო გოიმი გალაკტიონ ტაბიძე, რომელიც ვანის რაიონში, სოფელ ჭყვიშში დაიბადა? არც ვაჟა ფშაველას შემოქმედებაზე ასახულა უარყოფითად, რომ ის დუშეთის რაიონის სოფელ ჩარგალში დაიბადა და გაიზარდა. აკაკი წერეთელი საჩხერეში, სოფელ სხვიტორში დაიბადა, ალექსანდრე ყაზბეგი სტეფანწმინდაში, ილია ჭავჭავაძე სოფელი ყვარელში, მიხეილ ჯავახიშვილი მარნეულის რაიონში, სოფელ წერაქვში, აკაკი შანიძე სამტრედიაში, სოფელ ნოღაში. კონსტანტინე გამნსახურდია სოფელ ძველ აბაშაში, ექვთიმე თაყაიშვილი ოზურგეთის მაზრაში, სოფელ ლიხაურში. კოტე მარჯანიშვილი ყვარელში, ოთარ ჭილაძე სიღნაღში, მუხრან მაჭავარიანი სოფელ არგვეთში.

თუ ეს საკმარისი არ არის შეგვიძლია კიდევ განვაგრძოთ იმ ქართველების დაბადების ადგილები, რომლებსაც მხოლოს უინტელექტო ადამიანი თუ უწოდებს გოიმს. ტერენტი გრანელს თბილისელობა არ დასჭირვებია იმისთვის, რომ ლექსები დაეწერა, ეს წალენჯიხაში დაბადებულმაც არაჩვეულებრივად მოახერხა. ზაქარია ფალიაშვილი თუ ქუთაისში დაიბადა, ამას ხელი არ შეუშლია ,,დაისი’’ დაეწერა. ძალიან ბევრია ასეთი ადამიანი და მათი ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს.

რამდენიმე ხნის წინ ერთი ჩემი მეგობარი მიყვებოდა ქუთაისის შესახებ – ქალაქის, რომელმაც არაერთი ლეგენდარული ადამიანი აღზარდა. აი რაში მდგომარეობდა მისი ახსნა თბილისელების ,,ჩაბჟირებულ’’ პოზიციაზე, თუ არ ხარ ვაკელი, ალტერნატივა არ გრჩება – გოიმი ხარ .

,,საქართველო ადამიანის ორგანიზმივითაა, სხეულის ყველა ორგანოდან სისხლი მიედინება გულისკენ, გულმა კი იგივე სისხლი თუ ისევ სხვა ორგანოებს არ მიაწოდა, მაშინ ის გაჩერდება, რაც ადამიანის სიკვდილს გამოიწვევს’’. ამიტომ ვისაც არ გვსურს, რომ საქართველო მოკვდეს, ნუ დავყოფთ ადამიანებს სოფლელებად და ქალაქელებად, ღარიბებად და მდიდრებად, ეს სოციალური მომსახურების სააგენტოს პრეროგატივაა და არ ჩვენი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100