სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უგულავა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

გიგი უგულავა დღეს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა თბილისის მერის გიგი უგულავას მიმართ გირაოს მილიონი ლარის შეფარდების შესახებ.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ თბილისის მერის მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის, პროცესის მონაწილეებზე ზემოქმედებისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის საფრთხე არ არსებობს და სასამართლოში გამოცხადება უზრუნველყოფილი იქნება აღკვეთის ღონისძიების გამოყენების გარეშეც. შესაბამისად გიგი უგულავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახე არ იქნა გამოყენებული

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას, გიგი უგულავამ განაცხადა, რომ განაჩენი ლოგიკური იყო.

დღესვე საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100