სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დაუმიზნეთ და ესროლეთ პირდაპირ... მტერ-რობოტს! - სნაიპერებს მოძრავი სამიზნეები ეყოლებათ

ავსტრალიურმა კომპანიამ Marathon Targets შექმნა რობოტი, რომელიც ადამიანის ფორმის მანეკენია და რადიომართვადი ფუნქცია აქვს ჩაპროგრამებული. შესაძლებელია მისი როგორც პულტით მართვა, ასევე პროგრამირება, რათა სხვადასხვა მიმართულებით იმოძრაოს.

შეგიძლიათ, ტყვიაგაუმტარ რობოტს სხვადასხვა ტანსაცმელი გადააცვათ და ამით სხვადასხვა სახის საბრძოლო შეტაკებების იმიტაცია შექმნათ. ეს მსოფლიოში ერთადერთი „ჭკვიანი სამიზნეა“, რომელიც სნაიპერებს შეასწავლის, როგორ ესროლონ მოძრავ სამიზნეებს. რამდენიმე რობოტს შეუძლია საწვრთნელ ბაზაზე ყოველდღიური ცხოვრების იმიტირება, ამას გარდა, სროლის დაწყებისას, თავშესაფრისკენ გაქცევა და „ტყვიების“ გარიდებაც შეუძლია. ამასთან, ოპერატორი რობოტში ისეთი პროგრამის ჩართვასაც შესძლებს, რომელიც განსაზღვრავს, რამდენი ტყვიის მოხვედის შემდეგ უნდა „მოკვდეს“ რობოტი - წინასწარ განსაზღვრული ტყვიის მოხვედრის შემდეგ ის „წაიქცევა“.

რობოტი ორი ნაწილისგან შედგება: ზედა ნაწილი პლასტიკისაა, რომელსაც შეუძლია ტყვიისა და მისი ენერგიის „ჩახშობა-გადაყლაპვა“. ქვედა ნაწილი დაჯავშნული ყუთია, რომელიც უბრალო ბორბლებზე დგას, ხოლო ყუთში ძრავა და ელექტრონიკაა.

იარაღის გამოგონების დროიდან დღემდე ეს რობოტი ერთადერთი მოწყობილობაა, რომელიც მსროლელთა მომზადებისთვის ყველაზე ხელსაყრელ დანადგარად უკვე აღიარეს და კონკურენტგარეშეც მიიჩნიეს, რადგან სნაიპერებს მიეცათ საშუალება, ესროლონ სამიზნეს, რომლის მიმართულებასაც წინასწარ ვერ ამოიცნობენ და მეტიც - რობოტებს თავდასხმის იმტაციაც შეუძლიათ, ანუ, ოპერატორს შეუძლია რობოტს სნაიპერი მოაძებნინოს და იქეთ „დაესხას“ თავს.

Marathon Targets-ის ამ რობოტების პირველ პარტიას რამდენიმე ქვეყანა ამ წლის ბოლომდე შეისყიდის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100