სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნატოს გენმდივანი რუსეთს მოუწოდებს, მტრის ხატის ძებნას შეეშვას

ნატოს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებთან დაკავშირებით რუსეთის საპასუხო ქმედებები „წარმოსახვით მტერთან“ ბრძოლაში დახარჯული ფული იქნება, - ასეთი განცხადება გააკეთა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ბრიუსელში ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრების დაწყებამდე.

„ამ მიმართულებით გათვალისწინებული თანხა დიდი წარმატებით შეიძლებოდა დაბანდებულიყო სამუშაო ადგილების შექმნისა და რუსეთის საზოგადოების მოდერნიზაციის მიზნებისთვის“, - დაამატა ალიანსის ლიდერმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100