სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პირველი ქართული საარტილერიო დანადგარი პრეზიდენტის თანდასწრებით გამოსცადეს (ვიდეო)

საქართველოს პრეზიდენტი თავდაცვის მინისტრთან ერთად დღეს ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე საქართველოში აწყობილი რეაქტიული საარტილერიო დანადგარის გამოცდას დაესწრო. ქვეყნის პირველი პირი ახალი წარმოების სამხედრო ტექნიკის შესაძლებლობებსა და მის ტექნიკურ მაჩვენებლებს პირადად გაეცნო. მანქანას აქვს დაჯავშნული კაბინა, რომელიც მასში მყოფ ხუთკაციან შემადგელობას ტყვიებისგან და ნამსხვრევებისგან იცავს.

ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა განკუთვნილია მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, ჯავშანტექნიკის, საარტილერიო ბატარეების, გამაგრებული ობიექტების, საკომანდო პუნქტების და საფორტიფიკაციო ნაგებობების გასანადგურებლად.

საბრძოლო მანქანას ცეცხლის წარმოება, პოზიციის წინასწარი მომზადების გარეშე და გათვლის კაბინიდან გადმოუსვლელად შეუძლია, რაც ზალპის განსახორციელებლად საჭირო დროს მინიმუმამდე ამცირებს. მანქანას გააჩნია დაჯავშნული კაბინა, რომელიც მასში მყოფ ხუთკაციან გათვლის დაცვას, ტყვიებისა და ნამსხვრევებისგან უზრუნველყოფს.

მიმმართველების რაოდენობა - 40 ერთეული, რეაქტიული ჭურვის კალიბრი - 122 მმ, მიმმართველებიანი პაკეტის ამაღლების კუთხე - მინიმალური - 0 გრადუსი, მაქსიმალური - 60 გრადუსი, ჰორიზონტალური დამიზნების კუთხე - შასიდან მარჯვნივ - 80 გრადუსი, შასიდან მარცხნივ - 120 გრადუსი. სრული ზალპის ხანგრძლივობა 20 წმ. სროლის სიშორე რაკეტის ტიპიდან გამომდინარე - მინიმალური - 1000 მ, მაქსიმალური - 40 000 მ. მანქანის გადაადგილების მაქსიმალური სიჩქარე - 80 კმ/სთ. სვლის მარაგი-500 კმ. გათვლა -5 კაცი.

ზალპური ცეცხლსასროლი რეაქტიული სისტემის შექმნისას მისმა ავტორებმა საერთაშორისო სამხედრო ინდუსტრიაში დაგროვილი გამოცდილება გაითვალისწინეს. ის თავდაცვის სამინისტროს განკარგულებაში მყოფ სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის "დელტას" ბაზაზე შეიქმნა.

ვიდეო

ფოტოები "ფეისბუქზე" საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური გვერდის ალბომიდან

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100