სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ესტონეთის საზღვრისპირა ქალაქებში რუსებთან ხელჩართული ბრძოლებისთვის ემზადებიან

ესტონეთის მედიასაშუალებების ცნობით, რუსეთთან მოსაზღვრე ქალაქ კოხტლა-იარვეს (ქალაქი საზღვრიდან 60 კმ-ითაა დაშორებული) მერმა ევგენი სოლოვიოვმა ახალი ამბების პორტალ kjpanorama.eu-ზე გამოაქვეყნა ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ესტონური არმია 12 მაისს ქალაქის ქუჩებში სწავლებას ჩაატარებს, რომლის მიზანი იქნება ხელჩართული, ქუჩის ბრძოლების მეთოდების დამუშავება.

„ქალაქში თავდაცვის ძალების სწავლებები ჩატარდება. ჩვენი ქალაქის მერიაში 14 მარტს ჩატარდა თათბირი, რომელშიც თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ და რომელზეც საგაზაფხულო სწავლებების: „გაზაფხულის შტორმი“ დეტალები განვიხილეთ. სწავლება 3-დან 19 მაისამდე ჩატარდება, ჩვენი ქალაქის ფარგლებს კი იგი 12 მაისს მოიცავს.

სწავლების ფარგლებში ქვეითთა ბატალიონის წევრები 1000 კაცის შემადგენლობით ბრძოლის იმიტაციით გაივლიან ცალკეულ ქუჩებში. სწავლების წინასწარ გაწერილი გეგმის თანახმად, ამ მსვლელობის დროს მათ რამდენიმე „შეტაკება“ ექნებათ და გამოიყენებენ ფუჭ ვაზნებსა და ხმოვან მოწყობილობებს. სწავლებით გათვალისწინებული ეპიზოდების შემდეგ ისინი დატოვებენ ქალაქს და გადაადგილდებიან როგორც ქვეითად, ასევე ავტოტრანსპორტით. საერთო ჯამში, ქალაქში მათი ყოფნა გაგრძელდება, მაქსიმუმ, ორ საათს.

ესტონური მედიასაშუალებები მიუთითებენ, რომ კოხტლა-იარვეში სამხედრო სწავლებები ადრეც ჩატარებულა, მაგრამ ის გარეუბნებში მიმდინარეობდა, ახლა კი, მზარდი რუსული საფრთხის გათვალისწინებით, ის უშუალოდ ქალაქში ჩატარდება.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100