მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"   MEDIA HOLDING "DRONI.GE" Contact
ყველაზე კითხვადი სტატია
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ბლოგები
ივა­ნიშ­ვი­ლის გვარ­ზე სწორ­დი! სმე­ნა!.. ოც­ნე­ბე­ბი და­ით­ვა-­ლე!.. ნა­ბი­ჯი­ი­ით იარ!...
ახლა კითხულობენ

პენტაგონი: აშშ მზად არის ირანელი სამხედროების გასანადგურებლად  

„ოფიცრის ცოლი“ და „მშვიდობისკენ იძულებისთვის“ – რუსული „ნაგრადები“  

ჩეჩნები ისევ საომრად ემზადებიან  

რუსეთს სირიიდან საკუთარი მოქალაქეები გამოჰყავს  

ქართული სინამდვილე და რუსული, ოცნებანარევი გეგმა B  

წავიდა და დაიკარგა, აფხაზეთთან ერთად დაიკარგა... 

„სცენის ეპოქალური დედოფალი“ სოფიკო ჭიაურელი... 

ასე იხსნა აკაკი წერეთელმა პოლიციისგან ქურდი 

დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია-პოლიციის მანქანები დუბაიში 

მსოფლიოს საუკეთესო ავტომობილების რეიტინგი 

ის მსოფლიოს ყველაზე სწრაფი კაბრიოლეტია 
მენეჯმენტ კომპანია „დექსუს“-მა ისნის სავანეს რეაბილიტაცია დაიცყო

droni.ge
22:36 01.06.2012

კომპანია “დექსუსმა” “ცენტრ პოინტის” შემდეგ, სამშენებლო კომპანია „ვალენსიას“ მიერ შეჩერებული პროექტის „ისნის სავანეს“ რეაბილიტაცია დაიწყო. 11 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა “დექსუსმა” 31 მაისს განაახლა. სამშენებლო სამუშაოების დაწყებას “დექსუსის” მმართველ გუნდთან ერთად კომპლექსის მობინადრეებიც დაესწრნენ.

ამ პროექტის დასრულების შემდეგ, კუთვნილ საცხოვრებელ და კომერციულ ფართებს 147 ოჯახი მიიღებს.

საცხოვრებელ-კომერციული კომპლექსი - “ისნის სავანე” დოდაშვილის ქუჩა #18-ში მდებარეობს. პროექტის საერთო ფართი 20 000 კვ.მ-ია. კომპლექსის მშენებლობა 2004 წელს დაიწყო. თუმცა, ტერიტორიის ნაწილი, რომელზეც კომპლექსი შენდებოდა, სახელმწიფო საკუთრება იყო. შესაბამისად, უნებართვო მშენებლობის გამო კომპლექსზე სამშენებლო სამუშაოები სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, მალევე შეჩერდა. ამხანაგობა “ისნის სავანეს” წარმომადგენლებმა დახმარებისთვის მერიას მიმართეს, რომელიც დაეხმარა მათ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 4086 კვ.მ მიწის ფართობის დაჩქარებული წესით შესყიდვაში. ამ გადაწყვეტილებამ შესაძლებელი გახადა, 6 წლის განმავლობაში შეჩერებული მშენებლობა განახლებულიყო და მობინადრეებს შესაბამისი კომპანიის ძიება დაეწყოთ.

მშენებლობის დასრულებისთვის საუკეთესო პირობები სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, მობინადრეებს კომპანია “დექსუსმა” წარუდგინა. შესამაბისად, ამხანაგობა “ისნის სავანემ” არჩევანი “დექსუსის” რეაბილიტაციის გეგმაზე გააკეთა.

“დექსუსმა” მობინადრეების მიერ დასამატებელი თანხის შესამცირებლად, მერიის დახმარებით, პროექტის კორექტირება მოახდინა. კომპლექსს 2 სართული დაემატება, რაც გასაყიდ მარაგებს გაზრდის, შემოსული თანხა კი მშენებლობას სრულად მოხმარდება. შეცვლილი პროექტის მიხედვით, მობინადრეებს კვადრატულ მეტრზე 210$ ნაცვლად მხოლოდ 100$-ის დამატება მოუწევთ. პროექტის ღირებულება 8,5 მილიონი ლარია. “დექსუსი” საწყის ეტაპზე მშენებლობისთვის საჭირო 1 მილიონი ლარის ინვესტიციას მოიზიდავს.

საცხოვრებელ-კომერციულ კომპლექს - “ისნის სავანეზე” სამშენებლო სამუშაოები 18 თვეში, 2013 წლის დეკემბერში დასრულდება.

კომენტარი     ბეჭდვა  

აშშ2012-06-05 02:04:11
დექსუსმა რაც აიღო ცენრპოინტისგან ის ხომ დაამთავრა,ახლა რიგი დაუდგა სხავებთანაც.დექსუსი იგივე ცენტპოინტია და იგივე აპერისტები მართავენ ბიზნეს.გამოიყვანეთ პარლამენტიდან რუსუდანა და ის ახდის პარდას თავის კომპანიას.

მე მარია2012-06-27 04:15:14
სანამდე უნდა აიფარონ ნიღაბი ამ თუქსუსებმა. ერთი მთავარი ცვილის ფიგურაა დასაჭერი და მერე ყველაფერი გაცხადდება. 6200 ოჯახი პირდარებული მისჩერებია მის ბოლოკაპიკებით თავსესაფარს და რაებს ბოდავენ. ვინმეს გჯერათ?

2012-07-18 15:46:08
შავ ფერს გიმტკიცებენ თეთრიაო. ოხ ამათი............................................. ..

2012-08-01 15:12:54
ოხ ღმერთო სამართალი ნეტავ სად არის?

2012-08-01 15:18:12
ეგ ზღაპრები ბებიაშენს მოუყევი

Kitty2012-08-11 11:43:22
It's great to read something that's both enjoyable and provides pragmatisdc sloutinos.

ნანო2012-09-06 12:50:32
მაგნოლია-ს მობინადრეები ხომ "დააკმაყოფილეთ" უკვე, ისე რომ სეზონი "საკუთარ" სახლებში გაატარეს, "ყველაზე ახლოს ზღვასთან"??? როდის მეღირსება და როდის გნახავთ ციხეში გამომწყვდეულებს, ყველას ერთად, თქვენ და რჩეულიშვილების ოჯახს... ვიცი, რომ მალე :)

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



www.droni.ge
ქართული კლავიატურა
მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"
MEDIA HOLDING "DRONI.GE"
droni.gimg@gmail.com
ტელ.: 599 877-901, 599 877-908
555 728-962
რეკლამა საიტზე
მთავარი | პოლიტიკა | ეკონომიკა | საზოგადოება | სპორტი | ხელოვნება | Yellow Page | დაიჯესტი | ვიდეო | Facebook სიახლეები | სამხედრო | რჩევები | გურმანი | კრიმინალი | მეცნიერება | პერსონა | ავტო| ვალუტა | ამინდი