სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორ უნდა დაძლიოთ დაღლილობა? რჩევები ქალებს

დაღლილობა ქალს რომ ასაკს მატებს უკვე მოძველებული ამბავია, ეს ფაქტია და მტკიცებულებას აღარ საჭიროებს. ამიტომ დატვირთული სამუშაოს შემდეგ განტვირთვა ყველა ადამიანს ესაჭიროება განსაკუთრებით კი სუსტი სქესის წარმომადგენლებს. სულ რამდენიმე პროცედურა დაგჭირდებათ იმისთვის, რომ თავი ახალი ენერგიით აივსოთ, მთავარია არ გადადოთ საკუთარ გარეგნობასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

1.კლასიკური სხეულის მოვლის მეთოდია: მასაჟი, შემდეგ დამატენიანებელი ვიტამინებით გაჯერებული ტანის საცხი ხოლო შემდეგ აბაზანა. სპეციალისტები უფრო ეფექტურ ვარიანტს გვთავაზობენ, ტანის კრემი რომლითაც მასაჟი გაკეთდება სასურველია არ ჩამოვიბანოთ, ამითი კანი გაცილებით ხანგრძლივად გამოიკვებება და სასურველი შედეგიც უფრო მკაფიო იქნება.

2. სახლის პირობებში რელაქსაციური მასაჟი შეგვიძლია შევცვალოთ ცხელი აბაზანით რომელსაც დავახმართ მსუბუქ თვით მასაჟს. მეტი ეფექტისთვის სასურველია თუ აბაზანა განათებული იქნება მსუბუქი სურნელის მქონე სურნელოვანი სანთლებით, ეს გაცილებით სასიამოვნოს ხდის განტვირთვის ამ მეთოდს.

3.დროის დაზოგვის მიზნით რელაქსაციის დროს მასაჯისა და აბაზანის მიღებისას ნუ მოინდომებთ მანიკურის, პედიკურის და მსგავსი პროცედურების გაკეთებას. იმიტომ რომ ეს კიდევ უფრო დაგღლით და შესაბამისად ეფექტი სასურველი არ იქნება, ამისთვის სალონს მიმართეთ.

4. ჰიგიენურ ბრენდებს აქვთ სპეციალური ხაზი გადაღლილი კანისთვის, მართალია ხანგრძლივი ხმარებისთვის რეკომენდირებული სპეციალისტის დანიშნულება, თუმცა სახლის პირობებში მინი კურსის ჩატარება ნამდვილად არ ავნებს თქვენს გარეგნობას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100