სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ასტროლოგის რჩევა ყველას ვისაც სიყვარულში არ უმართლებს

ასტროლოგი თამარ აქუბარდია სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს აქვეყნებს, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ.

„ჩემო საყვარელო ხალხო, ბევრი მწერს რომ არ გამოსდის პირადი ცხოვრება, უიმედობაში არიან ჩავარდნილნი და ყველა ახალი მცდელობა კრახით მთავრდება. ფიქრობენ რომ ალბათ ჯობია ხელი ჩაიქნიონ საერთოდ. (და არამარტო გოგოები მწერენ).

მე როგორც სელენა ვერძი ერთ კარგ რჩევას მოგცემთ არასოდეს არ დანებდეთ, იბრძოლეთ ღირსეულად, მტკიცედ, იბრძოლეთ სიყვარულისთვის და ფეხებზე დაიკიდეთ წარსული (მომიტევეთ მერწყულური ტერმინისთვის) არ გაიხედოთ არასოდეს უკან, არ შემოათრიოთ აწმყოში დაობებული შეცდომები და ურთიერთობები და რაც მეტად გახსნით გულს ახალი ურთიერთობებისთვის და ახალი ფურცლიდან დაიწყებთ ახალ დღეს მით მეტად გაგიღიმებთ ბედი. სიყვარულს მოპოვება და ბრძოლა სჭირდება და არა ფიზიკური მოპოვებისთვის ბრძოლა, არამედ საკუთარი სულიერი დახვეწისთვის, საკუთარი ტრანსფორმაციისთვის უნდა იბრძლოთ და დანარჩენი ყველაფერი თავისთავად მოგვარდება არ არის ადვილი ცხოვრება და დარდით კიდევ არ დავამძიმოთ და დავასრულებ ისევ ვერძულად ყველაფერი საუკეთესო წინ არის და ამისი მუდამ გჯეროდეთ. „ - წერს აქუბარდია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100