სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნერვები აღარ მოგეშლებათ და ბავშვთან ურთიერთობა უფრო მარტივი გახდება თუ...

ბავშვთან ურთიერთობა, მასთან ჩხუბის თავიდან არიდება და თქვენი ნერვების დაზოგვა ხშირად რთულია, თუმცა შეუძლებელი ნამდვილად არ გახლავთ. გთავაზობთ ფსიქოლოგების 10 რჩევას, რომელიც პატარებთან ურთიერთობისას არსებულ ყველაზე ხშირი პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ.

ხელები დაიბანეს ნაცვლად უთხარით ბავშვს „მოდი დავნაძლევდეთ ხელების დაბანისას წყალს გააშავებ.

იმის ნაცვლად, რომ უთხრათ „დროზე წამოდი, რამდენ ხანს უნდა გელოდო“ უთხარით „ყურადღება, მოვემზადეთ, გავიქეცით“

„თუ არ შეჭამ დესერტის გარეშე დარჩები“ ჩაანაცვლეთ წინადადებით „მას შემდეგ რაც ეს პატარა კატლეტი გაქრება შენი თეფშიდან, შენთან რაღაც გემრიელი მოფრინდება“

უხეშად ნათქვამი „მიალაგე შენს მიერ არეული“ -ს ნაცვლად მეოცნებე ხმით უთხარით ბავშვს „ნეტავ შენ ჯადოქარი იყო და ამ ყველაფერის მილაგება მაგიის საშუალებით შეგეძლოს“

„ხელს ნუ მიშლი“ - ჩაანაცვლეთ წინადადებით „მიდი ცოტა ხანი თავად ითამაშე, როცა გავთავისუფლდები მე და შენ პატარა დღესასწაულს მოვაწყობთ“

„ნუ ჭირვეულობ, შენი საყვარელი მაისური გასარეცხია, ჩაიცვი ის რაც არის“ -ის ნაცვლად უთხარით: „შეხედე ეს მაისური შენი საყვარელი მაისურის ნათესავია. არ გინდა ეს ჩაიცვა?“

რიტორიკული ფრაზა „ბოლოს და ბოლოს დაწვები თუ არა დასაძინებლად“ შეცვალეთ ფრაზით „გინდა საბნის დახურვის ორიგინალური მეთოდი გაჩვენო?“

„არ გამაგონო არ მინდაო“-ს ნაცვლად „შეხედე შენი ჭირვეულობა მოფრინდა, მოდი სწრაფად დავიჭიროთ და გავაქროთ, რომ არ გაგვაბრაზოს“

გაცვეთილი გამონათქვამი „რამდენჯერ უნდა გაგიმეორეო“ შეცვალეთ წინადადებით „ერთი, ორი, სამი, გადმოგცემთ საიდუმლო ინფორმაციას, მიპასუხეთ გაიგეთ თუ არა“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100