სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნამდვილი ქალის მცნებები - ქალბატონებო აუცილებლად წაიკითხეთ, გაიაზრეთ და გაითვალისწინეთ

ის არ დასდევს ბედნიერებას - იმიტომ, რომ საერთოდ არაფერს არ დასდევს. რაიმის დევნა ყველაზე პოპულარული და ყველაზე სულელური სპორტის სახეობაა. ჩვენ ყველა სადღაც გავრბივართ, ნათელი მომავლისკენ, ხვალინდელი დღისკენ, მომავალი წლისკენ და ა.შ. ნამდვილი ქალი კი ამ სპორტით არ კავდება, ის მიცურავს ცხოვრებაში, ის ყოველთვის დღევანდელ დღეში იმყოფება, იმიტომ, რომ იცის ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი სწორედ დღევანდელი დღეა. რათქმაუნდა მას აქვს კაბები, რომლებიც უნდა ჩაიცვას ხვალ, მაგრამ ის არ დებს ცხოვრებას ხვალისთვის, არ ელის რომ ნამდვილი ცხოვრება დაიწყება მაშინ როდესაც ის მოიკლებს წონაში, როდესაც მის ფეხებთან პრინცი მოაჭენებს ცხენს, როდესაც იქნება მომგებიანი ვითარება და ა.შ. ის ცხოვრობს დღეს და ახლა.

იყო ნამდვილი ქალი ეს დიდი პრივილეგიააა და მან ეს იცის - სათუთად ექცევა იმ ფაქტს, რომ ქალად დაიბადა და ამაში განსაკუთრებულ ღირებულებას ხედავს. ქალობა მისთვის არ არის სამუშაო, რთული გამოცდა და არც კრედიტი, რომელიც მთელი ცხოვრება უნდა იხადოს. ქალობა მისთვის ბედის საჩუქარი და წყალობაა. ნამდვილი ქალისთვის საკულტო ცნება ქალურობა როგორც შინაგანი სამყაროთი ასევე გარეგნობით.

ის ცხოვრობს თავის ტემპში - როდესაც ძალიან ნელ რიტმში ცხოვრობთ თქვენ გიჩნდებათ შეგრძნება, რომ ეს არ არის ცხოვრება. როდესაც ცხოვრობთ სწრაფ რიტმში ვერ ასწრებთ ცხოვრებით ტკბობას. ნამდვილი ქალი კი ცხოვრებას კარგად გრძნობს და მის შესაბამისად ცხოვრობს. ის თავად არეგულირებს თავის დატვირთვებს და თავად კარნახობს ტემპსა და გარემოებებს. ნამდვილი ქალი ცხოვრობს ისე, რომ გააკეთოს ის რაც უნდა და თან ისე რომ არ დაკარგოს ცხოვრების გემო. მისთვის მთავარია არა მოძრაობის სიხშირე არამედ სწორი გათვლები, გაცნობიერებული ქმედება, ცოდნა იმისა თუ რას აკეთებს და რატომ.

მას საკუთარი თავი პირველ ადგილზე ჰყავს დაყენებული - და ეს არ ნიშნავს რომ ის ეგოისტი, გულგრილი ან ცინიკოსია. უბრალოდ მან იცის რომ გადამეტებულ სურვილში იცხოვრო სხვა ადამიანებისთვის იმალება შიში საკუთარი ცხოვრების მიმართ. ნამდვილი ქალისთვის მისი საკუთარი ცხოვრება საინტერესოა. ის არასოდეს კარგავს პირადი სივრცის დიდი ღირებულების შეგრძნებას. ამასთანავე ნამდვილ ქალს ძალუძს მხარდაჭერა, დახმარება და სხვის ცხოვრებაში მონაწილეობის მიღება. ის არ ამბობს „კი“-ს თუ მისი გული ამბობს „არა“-ს. ის ყოველთვის უსმენს საკუთარ თავს და ენდობა საკუთარ გრძნობებს.

მას არ სჭირდება „ჩათვლის წიგნაკი საზოგადოებრივი აზრისთვის“ - ასეთი რვეული ბავშვობაში ყველა გოგონას ქონდა, მშობლების, მასწავლებლების, მეზობლების, მეგობრებისა და ნათესავებისთვის თავისი აკადემიური მოსწრების საჩვენებლად. ნამდვილმა ქალმა კი მსგავსი წიგნაკი გადააგდო. სხვა ქალებს შეუძლიათ დასვან პლიუსები სხვადასხვა გრაფებში და ინერვიულონ თუ რომელიმე გრაფა ჯერ კიდევ ცარიელი აქვთ, მაგრამ ნამდვილ ქალს ეს არ ადარდებს. გათხოვილი-გასათხოვარი, ნორმალური-არანორმალური, ცუდი-კარგი ეს ყველაფერი სტატუსების დონეზე მისთვის სულერთია. ნამდვილი ქალი თავისი ორიენტაციებით ცხოვრობს, თავად იგონებს მათ და თავად ახორციელებს. და თუ მისი პრინციპები არ გავს სხვის სტანდარტებს, ნამდვილ ქალს ეს არ ადარდებს. ის უფლებას აძლევს სხვებს იფიქრონ მასზე ისე როგორც მათ უნდათ. მან იცის, რომ მისია „მოვეწონო სხვებს“ სულელური და შეუსრულებელია. ნამდვილი ქალი ყოველთვის მუშაობს საკუთარ თავზე, მაგრამ ამას აკეთებს არა იმიტომ რომ სხვებს მოაწონოს თავი, არამედ იმიტომ, რომ საკუთარი თავი უყვარს.

მან უკვე გადაუსწრო თავის „კარგ გოგოს“ - კარგი გოგო ეს მშობლების მიერ კარგად აღზრდილი ადამიანია, მისი ერთადერთი მიზანია მოაწონოს თავი გარშემომყოფებს, მაშინაც კი როდესაც თავად ამის სურვილი არა აქვს. კარგი გოგო ცხოვრობს პრინციპებით „მე უნდა გავაკეთო“ და „მე არ უნდა გავაკეთო“ იშვიათად ეკითხება საკუთარ თავს რა სურს თავად. ნამდვილი ქალი კი წავიდა თავისი „კარგი გოგოსგან“ შეწყვიტა სხვებისთვის თავის მოწონების მცდელობები, არ სჭირდება მათი შექება. ეს არ ნიშნავს რომ ნამდვილი ქალისთვის სულერთია როგორ აფასებენ, უბრალოდ მან შეწყვიტა სხვებისთვის რაიმის მტკიცება. საკუთარ ნაკლოვანებებს კი ნამდვილი ქალი შემწყნარებლურად უდგება, ხედავს მათ მაგრამ არ ახდენს სიტუაციის დრამატიზებას, არ მალავს საკუთარ ნაკლს მაგრამ არც ვიტრინაში არ გამოაქვს.

ის არ აწყობს დრამას „რა რთულია ჩემი ცხოვრება“ - როდესაც შეხედავ ვერ იტყვი, რომ ის დღე და ღამ მუშაობს, გამოიმუშავებს ფულს, რეცხავს, ალაგებს, უვლის ქმარსა და შვილებს, ვერასოდეს ვერც კი გაიფიქრებ, რომ ის გადაღლილია. მაშინაც კი როდესაც ნამდვილი ქალი ძალიან დატვირთულია, ის ახერხებს დროის გამონახვას ძალების აღსადგენად და გარეგნობის კარგ ფორმაში მოსაყვანად. ის არასოდეს არ გამოაჩენს თავს მსხვერპლად, რადგან იცის გარემოებები თავისი ნებით კი არა მათდამი დამოკიდებულებით ეწყობა ერთმანეთს.

მარტოობა მისთვის საჩუქარია - ასეთ პერიოდებს ნამდვილი ქალი აფასებს და უყვარს. მარტოობისგან თავის დასაღწევად ის არ უშვებს საკუთარ ცხოვრებაში შემთხვევით ნაცნობებსა და მამაკაცებს. იყო საკუთარ თავთან მარტო ეს საჩუქარია. საუკეთესო დროა ძალების აღსადგენად, ცხოვრების სიმშვიდითა და სიღრმით შესავსებად. ნამდვილი ქალი საკუთარი თავისთვის საინტერესოა და იყენებს მარტოობას როგორც სიამოვნებას.

მას უყვარს საკუთარი ასაკი. ყოველთვის! - ნამდვილი ქალი აწმყოში ცხოვრობს, ტკბება თავისი რეალური ასაკის ყველა პრიოროტეტით. ის არ უყვება თავის თავს ისტორიებს იმის შესახებ, რომ ამ ასაკში რაიმე გვიანია ან ადრეა. ნამდვილი ქალისთვის ყველაფერი შესაძლებელია და თანაც ნებისმიერ ასაკში, ამიტომ მას არასოდეს შეიპყრობს სინანულის გრძნობა იმის გამო, რომ რაიმე ვერ მოასწრო. ის უვლის საკუთარ თავს, ცდილობს გამოიყურებოდეს კარგად, მაგრამ მისი მიზანი არ არის გავდეს 20 წლით უმცროს გოგონას. ნამდვილმა ქალმა იცის, რომ ყოველ ასაკში არის თავისებური სილამაზე, სექსუალობა და მომხიბვლელობა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100