სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

19 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
სამსახურის საქმეებით დატვირთული დღე გელით. მოერიდეთ ურთიერთობას ნეგატიურად განწყობილ ადამიანებთან. საღამო საოჯახო საქმეების მოგვარებას დაუთმეთ.

კურო
დღეს მეტად უნდა გამოავლინოთ: ფანტაზია, დაკვირვება და სიჯიუტე. სიურპრიზი გელით სასიყვარულო სფეროში. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

ტყუპი
დღეს იმდენად კარგად გაართმევთ სამსახურის საქმეებს თავს, რომ კოლეგების შექებას დაიმსახურებთ. საღამოს საოჯახო საქმეები მოაგვარეთ.

კირჩხიბი
მოერიდეთ საეჭვო საქმიანობაში ჩართვას, ავანტიურასა და ფულის ფლანგვას. საღამოს რომანტიკული თავგადასავალი გელით.

ლომი
კოლეგების დახმარებით ყველა საქმეს ადვილად მოაგვარებთ. ყურადღება გმართებთ ფინანსური საკითხების მიმართ. საყვარელი ადამიანი მზრუნველობით აგავსებთ.

ქალწული
აქტიური ხართ და საქმეების მოგვარება არ გაგიჭირდებათ. იყავით დაკვირვებულები კონკურენტების მიმართ. საღამოს საყვარელ ადამიანს რომანტიკული ვახშამი მოუწყვეთ.

სასწორი
ნუ გაამხელთ საიდუმლოებებს და გენიალურ იდეებს. საღამო საოჯახო საქმეებს დაუთმეთ მეტი დრო გაატარეთ ბავშვებთან და უფროს ნათესავებთან ერთად.

მორიელი
მეტი ინიციატივა გამოიჩინეთ სამსახურის საქმეების მოგვარებისას. მოერიდეთ ურთიერთობას არაკეთილსინდისიერ ადამიანებთან. საყვარელი ადამიანი არ აეჭვიანოთ.

მშვილდოსანი
დაასრულეთ დაწყებული საქმეები, დაიხმარეთ კოლეგები, ახლობლები. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.

თხის რქა
მეტად გამოავლინეთ ინიციატივა, იყავით გაბედული. საოჯახო საკითხების მოგვარებისას გაითვალისწინეთ უხუცესი ნათესავების რჩევები.

მერწყული
მოაგვარეთ სამსახურის საქმეები და საღამოს მეგობრებთან გასართობას მოიცალეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად.

თევზები
წარმატებული დღე გელით, განახორციელებთ იდეებს, მაგრამ თქვენს გამარჯვებას მოშურნეებს ნუ გაუმხელთ. საღამოს რომანტიკულ განწყობაზე იქნებით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100