სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მოსალოდნელია კამათი მემკვიდრეობასთან, გადასახადებთან დაკავშირებით. საკმაოდ სტრესული დღეა. ნუ გარისკავთ, თუ საკუთარ თავში დარწმუნებული არ ხართ. ნუ ხართ პრეტენზიული შვილის, მეუღლის მიმართ.

კურო
მოსალოდნელია კონფლიქტი ქონებისა და ძალაუფებისთვის. ნუ გაართულებთ ურთიერთობას კონკურენტებთან. მოერიდეთ კამათს ოჯახის წევრებთან, მეუღლესთან.

ტყუპი
სასწრაფო საქმეები გექნებათ მოსაგვარებელი. სამსახურებრივი რომანის (ფლირტის) გამო მოსალოდნელია უსიამოვნება მეგობართან. მეტ ყურადღებას საჭიროებენ შინაური ცხოველები.

კირჩხიბი
დღეს სწრაფად და გააზრებულად უნდა იმოქმედოთ. კოლეგებთან ერთად განიხილეთ ახალი იდეები, მაგრამ მომავლისთვის გადადეთ მათი განხორციელება. მოერიდეთ უმიზეზო ეჭვიანობას.

ლომი
მოერიდეთ ცვლილებებს ბიზნესში, ქირურგიულ ჩარევას, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას. აკონტროლეთ ემოციები.

ქალწული
ზომიერად ხარჯეთ ფინანსები. ფულის გამო ნუ გაართულებთ ურთიერთობას ნათესავებთან. არ დაარღვიოთ კანონი; დიპლომატია გმართებთ კრიმინალებთან ურთიერთობისას.

სასწორი
ნუ დაგეგმავთ მნიშვნელოვან საქმეებს, ყოველდღიური ვალდებულებები შეასრულეთ. ნუ მიიღებთ საბედისწერო გადაწყვეტილებას.

მორიელი
ზომიერება გმართებთ ყველაფერში. მოერიდეთ ემოციების გამოხატვას. ნუ გაართულებთ ურთიერთობას საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან.

მშვილდოსანი
ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს. გაფრთხილდით, ნუ ჩაერევით ინტრიგულ და ფინანსურ აფერაში. ნუ გაართულებთ ურთიერთობას სასიყვარულო პარტნიორთან, განსაკუთრებით, თუ ის უცხოელია.

თხის რქა
აკონტროლეთ სიტუაცია, მაგრამ ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს. მოერიდეთ ექსპერიმენტებს ფინანსურ და სექსუალურ სფეროებში.

მერწყული
მაქსიმალური დიპლომატია გმართებთ გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას. ზოგიერთი გადაწყვეტს საკუთარი უპირატესობა დაუმტკიცოს საქმიან პარტნიორებს, კონკურენტებს.

თევზები
ყოველდღიური საქმეები შეასრულეთ, ნუ დაიწყებთ ახალ პროექტებზე მუშაობას. მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრებთან ერთად, მაგრამ არ იკამათოთ მათთან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100