სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩინფაინა

400-500 გრამი ღვიძლი

1 ჭიქა თეთრი ღვინო

1 თავი ხახვი

1 კბილი ნიორი

2 ღერი ოხრახუში

4 მარცვალი შავი პილპილი

ზირა დანის პირზე

წითელი პილპილი დანის პირზე

ცოტა დარიჩინი

2-3 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი

1-2 სუფრის კოვზი საფანელი

ღვიძლი დარბილებამდე ვხარშოთ მცირე რაოდენობის მარილიან წყალში, დავამატოთ ღვინო და პილპილის მარცვლები, შემდეგ ღვიძლი დავჭრათ კუბიკებად. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი, მოვხრაკოთ მასში წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი, დავამატოთ ცოტა წყალი და მოვშუშოთ. მიღებულ სოუსში ჩავდოთ კუბიკებად დაჭრილი ღვიძლი, დავუმატოთ ბულიონი, რომელშიც ღვიძლი იხარშებოდა, მოვაყაროთ საფანელი და ვშუშოთ კერძი 5 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე. სუფრაზე შეგვიძლია მივიტანოთ როგორც ცხელი, ასევე ცივი, გავაფორმოთ ლიმონის ნაჭრებით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100