სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩიტის ბუდე კვერცხისგან და პურისგან

ინგრედიენტები: 6 ცალი პურის ბატონი, 6 ცალი კვერცხი, 1 სუფრის კოვზი გამდნარი ცხიმი, მარილი, წიწაკა გემოვნებით, სოუსი გემოვნების მიხედვით (კეტჩუპი იდეალური ვარიანტია), ყველი გემოვნების მიხედვით, ხილი ან მწვანილი. მომზადების წესი: სანამ მომზადებას დაიწყებთ, 175 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში მოათავსეთ პური 5 წუთით, გამოღების შემდეგ მათ ამოუღეთ შუაგული და თითოეული ბატონს შიგნიდან გამდნარი ცხიმი წაუსვით. ასევე მოაყარეთ მარილი და წიწაკა. ამ ყოველივეს დაუმატეთ კეტჩუპი, ყველი და შემდეგ ეცადეთ კვერცხი ისე გატეხოთ, რომ გული არ დაგეშალოთ, კვერცხის გული პურში მოათავსეთ. შემდეგ მიღებული „ბუდე“ 20-25 წუთით ღუმელში მოათავსეთ. ხილი ან მწვანილი გარნირისთვის გამოიყენეთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100