სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

არჩევნების წინ პატიმართა წამების ახალი მასალა გავრცელდება

ტელეკომპანია "ობიექტივი" სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. არხი ეთერში სპეციალური გამოშვებით გავიდა, სადაც ჟურნალისტმა ნინო ჯღარკავამ განაცხადა, რომ ძალოვანი უწყებიდან მიღებული დადასტურებული ინფორმაციით საპრეზიდენტო არჩევენბის წინ იგეგემება ციხეში პატიმართა წამების ახალი კადრების გავრცელება, რომელიც ახალი ხელისუფლების პირობებშია გადაღებული და სადაც ახალი ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ პატიმართა წამებაა ასახული.

ტელეკომპანია "ობიექტივის" ინფორმაციით არჩევნების წინ პოლიტიკური დაძაბულობის შემდეგ არენაზე პოლიტიკოსი ქალბატონი გამოჩნდება, რომლის სასარგებლოდაც წარიმართება პროცესები. ტელეკომპანია "ობიექტივის" ჟურნალისტის ინფორმაციით საჭიროების შემთხვევაში ის მზად არის დაასახელოს პოლიტიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირის გვარი, რომელიც კადრების გადაცემის შემთხვევაში ძალოვანი უწყების წარმომადგენელს თბილისში 50 ათასი ათასი დოლარის რუსეთში კი ნებისმიერი სასურველი თანხის გადაცემას დაპირდა. ჟურნალისტ ნინო ჯღარკავას ინფორმაციით სკანდალური ჩანაწერში ისმის კონკრეტული გვარების, იმ პირებისა რომლებმაც თანხა უნდა გადაიხადონ, მათ შორის საუბარია რუსეთში ქართველთა კავშირის თავმჯდომარეზე მიხეილ ხუბუტიასა და მისი კონკურენტი ორგანიზაციის ხელმძღვანელზე ვლადიმერ ხომერიკზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100